ჭიათურა და საჩხერე - "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
იმერეთში დღეს ქართული ოცნების 4 მაჟორიტარი კანდიდატი დასახელდა. ოთხივე კანდიდატი ამომრჩეველს და მხარდამჭერებს დღეს, პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.
ზესტაფონში ქართული ოცნების სახელით შალვა კიკნაველიძე, ხარაგაულში კობა ლურსმანაშვილი, ჭიათურაში სულხან მახათაძე და საჩხერეში პაატა კვიჟინაძე იბრძოლებენ.
კვირიკაშვილთან ერთად, იმერეთში მანანა კობახიძე და კახა კალაძე იმყოფებოდნენ.