უცნობია, მიიღებენ თუ არა პრეზიდენტის რჩეული მოსამართლების კანდიდატები დეპუტატების მხარდაჭერას
ლევან ბოძაშვილის კანდიდატურის წარდგენით, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სრული სია აქვს. თუმცა, ამ დრომდე უცნობია მიიღებენ თუ არა პრეზიდენტის რჩეულები დეპუტატების მხარდაჭერას. როგორც ცნობილია, უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების განსახილველად საგანგებოდ შეკრებას არ აპირებს.
დღევანდელ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკითხის კენჭისყრა შემოდგომაზე მოხდება.
დღესვე, დავით უსუფაშვილმა შესაბამის კომიტეტებს დაავალა საკითხის მომზადება. იმისათვის, რომ პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები დაამტკიცოს, 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
ავტორი ნათია გოგსაძე