ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს - პრემიერი კორცხელის ინციდენტზე საუბრობს
პრემიერმინისტრი კორცხელის ინციდენტზე საუბრობს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ ადგილზე უსაფრთხოების უფრო მკაცრი ზომები უნდა დაეცვათ.
"მიუღებლად მიგვაჩნია ის, რაც მოხდა კორცხელში. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ჩვენ პირადად ვიღებთ ამ პასუხისმგებლობას, რომ იქ უნდა უკეთ უნდა დარეგულირებულიყო ადამიანების უსაფრთხოების საკითხი და რა თქმა უნდა, შესაბამისი პრევენციული ზომები ოქტომბრის არჩევნებისთვის გატარდება," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.