ზეწოლის მცდელობა პრეზიდენტის ოჯახის წევრზე - გიორგი მარგველაშვილის სკანდალური განცხადება

გიორგი მარგველაშვილის სკანდალური განცხადება - პრეზიდენტის თქმით, მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. გიორგი მარგველაშვილმა დღეს ერთი თვის წინ მომხდარი ფაქტი გაასაჯაროვა. პრეზიდენტის ოჯახის წევრის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა რაიმე სამართალდარღვევა პოლიციამ ვერ დააფიქსირა, ეს ფაქტი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ფაქტის მოკვლევა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის ამ საკითხზე გამართული საუბრის შემდეგ დაიწყო.

პრეზიდენტი პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას მოითხოვს. პრემიერიც და პარლამენტის თავმჯდომარეც პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ, თუმცა გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს ზეწოლის ფაქტის გამოსაძიებლად სამართალდამცავი უწყებებისთვის აქამდეც უნდა მიემართა. გიორგი მარგველაშვილთან შესახვედრად მთავარი პროკურორიც მზადაა.

მმართველი გუნდისთვის გაუგებარია, რატომ არ გაასაჯაროვა პრეზიდენტმა ზეწოლის ფაქტი აქამდე. ოპოზიცია კი საგანგაშო და პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის ტენდენციაზე მიუთითებს.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.

Читайте на сайте