Июль
2016

Новости за 25.07.2016

Rustavi 2 (rustavi2.com) 

თურქეთმა ევროკავშირისგან მორიგი გაფრთხილება მიიღო

თურქეთმა ევროკავშირისგან მორიგი გაფრთხილება მიიღო. ევროკომისიის პრეზიდენტი ანკარას ინტეგრაციის საკითხზე მოლაპარაკების შეწყვეტით დაემუქრა თუ ქვეყანაში სიკვდილით დასჯის ზომა კვლავ ამოქმედდება. პარალელურად მთელი ქვეყნის მასშტაბით საკადრო წმენდა გრძელდება. ხელისუფლებამ 42 ჟურნალისტზე დაპატიმრების ორდერი გასცა. ოფიციალური განცხადება ხელისუფლებას მოტივზე არ გაუკეთებია. თურქული საინფორმაციო საშუალებები კი 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერის გაცემას სამხედრო გადატრიალების საქმეზე მიმდინარე გამოძიებას უკავშირებენ. Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

თბილისის ოპერის დასი კულტურის სამინისტროსგან პასუხს ელოდება

დავით კინწურაშვილს საპასუხო წერილით ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის წევრებმა დღეს უპასუხეს. 26 გვერდიან დოკუმენტში 18 პრობლემაა დასახელებული, თითოეულ მათგანს დანართის სახით მტკიცებულება ახლავს. ხელოვანების წერილში, დავით კინწურაშვილის არაპროფესიონალიზმზე, თანამშრომლებთან კომუნიკაციის პრობლემებზე, შეუსრულებელ დაპირებებსა და თეატრის არასწორ მართვაზეა საუბარი. მთავრი პრობლემა, რომელსაც დასის წევრები იურისტებთან ერთად გამოყოფენ ფინანსური დარღვევებია.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

პარტიის "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერები სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ

პარტია სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერებისამართალდამცველების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობენ. გაერთიანების ერთ-ერთ ოფისთან მომხდარი ინციდენტი სასამართლოში იხილება, პარტიის წევრებს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა ედებათ ბრალად, თუმცა დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ არ მიიღო პოლიციის თანამშრომლების სამკერდე კამერით ჩაწერილი ვიდეო და სრული მასალის მიტანა დაავალა. სამართალდამცველებმა სხდომაზე დღეს მხოლოდ ვიდეო ჩანაწერის ფრაგმენტი მიიტანეს, რომელშიც მათი განმარტებით, პაატა ბურჭულაძის პარტიის 2 წევრის სავარაუდო სამართალდარღვევა... Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ლევან ვარშალომიძესთან აუდიტის სამსახურს კითხვები ამ ეტაპზე აღარ აქვს

ლევან ვარშალომიზესთან ამ ეტაპზე კითხვები ამოწურულია - ეს არის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადება ნაციონალური მოძრაობის აჭარის სიის პირველი ნომრის ერთსაათიანი გამოკითხვის შემდეგ. ვარშალომიძეს მაკონტროლებელ ორგანოში დღეს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობასთან დაკავშირებით მოუწია განმარტებების გაკეთება. პარალელურად აუდიტის სამსახური მსხვილი პოლიტიკური პარტიების შემომწირველების ფინანსური საკითხებითაც დაინტერესდა. უწყებაში სავარაუდოდ 40-მდე პირს მოუწევს განმარტებების გაკეთება.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"სამოსელი პირველის" მიერ ოლიმპიელებისთვის შექმნილი სამოსი საყოველთაო კრიტიკის ობიექტი გახდა

სამოსელი პირველის მიერ ოლიმპიელებისთვის შექმნილი სამოსი საყოველთაო კრიტიკის ობიექტი გახდა. ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მოვლენები რამდენიმე დღის წინ ოლიმპიურმა სკანდალმა გადაფარა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

პრეზიდენტი კორცხელის ინციდენტის საფუძვლიანად გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტმა დღევანდელ ბრიფინგზე კორცხელის ინციდენტსა და მისი საფუძვლიანად გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ კორცხელის ინციდენტის გამოძიება ბევრ კითხვაზე გასცემს პასუხს. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"სახელმწიფო მართვის სისტემა ჩამოიშალა, უფრო მნიშვნელოვანი საფუძველი ძალოვანი მინისტრების გადადგომისთვის შეუძლებელია არსებობდეს,"- ნიკა გვარამია

"ეს არის აბსოლუტური კატასტროფა, სახელმწიფო სისტემის ჩამონგრევა და ჩამოშლა,"-ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობასთან დაკავშირებით, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

ზეწოლის მცდელობა პრეზიდენტის ოჯახის წევრზე - გიორგი მარგველაშვილის სკანდალური განცხადება

გიორგი მარგველაშვილის სკანდალური განცხადება - პრეზიდენტის თქმით, მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობა იყო. გიორგი მარგველაშვილმა დღეს ერთი თვის წინ მომხდარი ფაქტი გაასაჯაროვა. პრეზიდენტის ოჯახის წევრის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, თუმცა რაიმე სამართალდარღვევა პოლიციამ ვერ დააფიქსირა, ეს ფაქტი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"მათი განცხადებები უფრო მეტად ემყარება ნიუსების სათაურებს,"-ირაკლი სესიაშვილი მარგველაშვილსა და პაპუაშვილზე საუბრობს

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ მათი განცხადებები უფრო მეტად ემყარება ნიუსების სათაურებს,"-ასე აფასებს უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ზეწოლასთან დაკავშირებით.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

დავით ნარმანია თბილისში მის შესაძლო მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებას უარყოფს

თბილისის მერი ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და უარყოფს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში თბილისში მის შესაძლო მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებას. დედაქალაქის მერი საპარლამენტო არჩევნებში მეორე ტურის შესაძლო დანიშვნის თემაზეც საუბრობს - ნარმანიას ამომრჩეველთა მხრიდან ღირსეული მხარდამჭერის იმედი აქვს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

პრემიერმინისტრმა ჩხოროწყუსა და მარტვილში კანდიდატების წარდგენა დაასრულა

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და მარტვილში მაჟორიტარი დეპუტატი კანდიდატების წარდგენა დაასრულა. წალენჯიხასა და ჩხოროწყუში მაჟორიტარ დეპუტატად მოქმედი გამგებელი, გოგა გულორდავა დასახელდა. ხოლო მარტვილში პრემიერმა სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია წარუდგინა მოსახლეობას. წინასაარჩევნო შეხვედრებზე პრიორიტეტად სოფლის მეურნეობა დასახელდა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში-სამსახურიდან გათავისუფლებულთა რიცხვმა 60 ათასს გადააჭარბა

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი პრემიერთან ერთად ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. პრეზიდენტის სასახლეში ამ ფორმატში მოლაპარაკებები პირველად გაიმართა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

დაწისი წევრებმა კულტურის სამინისტროში 18 პუნქტიანი წერილი შეიტანეს

ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის დიდმა ნაწილმა დღის კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართა. კულტურის სამინისტროსთან მუსიკოსებმა კვლავ სამხატვრო ხელმძღვანელის გადადგომა მოითხოვეს. დავით კინწურაშვილის მისამართით გამოთქმულ სხვადასხვა ბრალდებებთან ერთად დღეს აქციის მონაწილეები თეატრში ფინანსურ დარღვევებზეც ლაპარაკობდენ.
აქციის პასუხად კულტურის სამინისტრომ მოითხოვა კიდევ ერთი წერილის წარმოდგენა სამხატვრო ხელმძღვანელის გადადგომის მოთხოვნით, რომელზეც დასის წევრების ხელმოწერები იქნება.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

„არჩევნებში გამოვარდნილმა მილიონერთა ხროვამ დაიწყო ვერცხლის დარიგება ამომრჩევლებზე"- ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი პარტიის რეგიონული ოფისების ხელმღვანელებს შეხვდა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა თანაგუნდელებს ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტების კონტროლზე აყვანის დავალება მისცა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

IDFI: 2012 წლის შემდეგ პროკურატურაში ხელფასები 69,1%-ით გაიზარდა

2012 წლის შემდგომ  პროკურატურაში დასაქმებულ თანამშრომელთა ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა  ადმინისტრაციული ხარჯებიც. პროკურატურის შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად აღემატება დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის ტემპს. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) კვლევაშია საუბარი. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"ესეთ იგნორირებას ჩხოროწყუს გამგეობა არ გააკეთებდა," - გიორგი პაპუაშვილი პროკურატურაზე საუბრობს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მთავარი პროკურორის შეთავაზებას ეხმაურება, სადაც ირაკლი შოთაძე მასთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადება - შს სამინისტრო განმარტებას აკეთებს

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"პოლიტიკოსებს უფრო ადეკვატური კომენტარები მართებთ"- ფიქრია ჩიხრაძე

გიორგი მარგველაშვილის სკანდალურ განცხადებაზე, სადაც ის მისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობს, ხელისუფლების წარმომადგენლების ომენტარებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ. ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პოლიტიკოსებს უფრო ადეკვატური კომენტარები მართებთ.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

დავით უსუფაშვილი პრეზიდენტთან, პრემიერთან და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრას გეგმავს

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტთან, პრემიერთან, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრების მიზანშეწონილობაზე საუბრობს. განცხადება უსუფაშვილმა რამდენიმე წუთის წინ სოციალური ქსელით გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

“ერთ-ერთ კონკრეტულ მოსამართლეზე მიმდინარეობდა ზეწოლა რათა მას მიეღო ხელისუფლებისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებები,"-საია

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არასამთავრობო სექტორს ხვდება. შეგახსენებთ, რომ მანამდე გიორგი მარგველაშვილმა და გიორგი პაპუაშვილმა მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს. სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე განმარტა, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს, თუმცა მზად არის მიაწოდოს ინფორმაცია მთავარ პროკურორს.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

„ეს არის არასერიოზული საუბარი პრეზიდენტის მხრიდან“- მანანა კობახიძე მარგველაშვილის განცხადებას აფასებს

„ეს არის არასერიოზული საუბარი პრეზიდენტის მხრიდან,“- ეს შეფასება პარლამენტის ვიცესპიკერმა გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც მან მისი  ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობაზე ისაუბრა.

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"ჩემთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება ბათუმის პროკურატურაში მისვლა იყოს არაადეკვატური" - კვირიკაშვილი პაპუაშვილს პასუხობს

მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრალდებებს უპასუხა. მისი თქმით, ის დაუკავშირდა გიორგი პაპუაშვილს და მოუწოდა, რომ მის ხელთ არსებული მასალები პროკურატურისთვის მიეწოდებინა, მაგრამ ამაზე მან უარი განაცხადა. 

Читать дальше...

Rustavi 2 (rustavi2.com) 

"I think that we are dealing with the gossipers,"- Kakhi Kaladze on Papuashvili"s announcement


Kakhi Kaladze, a Vice Prime Minisrter states that he has not heard the President"s announcement regarding pressure on his family members.
" This statements are not clear in general. I have doubts in regard to them and when I hear them,I think that these are political speculation, because Mr. Papuashvili has not appealed to the Prosecutor Office till now. I think we are dealing with gossipers, "- Kakhi Kaladze said.