„მინდა, მოვუწოდო ჩვეულებრივ ადამიანებს რეგიონებიდან, დაიძრათ თბილისისკენ - არ უნდა მივცეთ ივანიშვილს საშუალება, აქედან თავი დაიძვრინოს“, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქში მიმართვას ავრცელებს.
„მინდა, აღფრთოვანება გამოვხატო აქციის მონაწილეების გამბედაობის მიმართ, ძალიან მაგარი ხალხია. ეს არ არის პარტიული აქცია, მაგრამ ეს არის საერთო სახალხო აქცია, რომელსაც ერთდროულად ეთერში უყურებს დაახლოებით 18 500 ადამიანი, რაც აბსოლუტური ისტორიული რეკორდია საქართველოში ნებისმიერი ფეისბუკ-აუდიტორიისთვის. Читать дальше...