ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთ შედევრზე, უილიამ ფოლკნერის 1932 წელს გამოცემულ რომანზე, მოდერნიზმისა და სამხრეთული გოთიკის შედევრზე, „აგვისტოს ნათელზე“. თავის დროზე ფოლკნერმა თქვა ფრაზა, რომელმაც ბევრი ფილოსოფოსი ააღელვა: „ადამიანის მთავარი ტრაგედიაა, რომ მან არ იცის, ვინ არის“. ესაა ამ რომანის მთავარი შეკითხვაც: იდუმალებით მოცულმა პროტაგონისტმა, ჯო ქრისთმასმა არ იცის, თეთრია თუ შავი, ურევია თუ არა ზანგის სისხლი. Читать дальше...