მალიში, თავდასხმის შედეგად, კსკ "ვაგნერის" მებრძოლთა ჯგუფი დაიღუპა
მალის ცენტრალურ ნაწილში ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ყაიდის შეიარაღებული მებრძოლები თავს დაესხნენ რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მიერ დაქირავებული მებრძოლების კოლონას. ამის შესახებ ინფორმაციას ალ-ყაიდასთან და მის "აფრიკულ ფრთასთან" დაკავშირებული არხები ავრცელებენ. ფოტოებზე, რომლებსაც ისლამისტები ინტერნეტში აქვეყნებენ, ნაჩვენებია მათ მიერ ხელში ჩაგდებული იარაღი, საბრძოლო მასალა და მათ შორის "ვაგნერის" ემბლემიანი აღჭურვილობა. თავდასხმა სავარაუდოდ 21 ნოემბერს, ცენტრალურ მალიში მოხდა. ... Читать дальше...