პროევროპულ აქციებზე სამართალდამცველები, ჯამში, 33 ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად - DRI
არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ ინფორმაციით, 28-29 ნოემბერს სამართალდამცველები, ჯამში, 33 ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად. „დაკვირვება ცხადყოფს, რომ საპოლიციო ძალები მიზანმიმართულად ესხმიან თავს მედიის წარმომადგენლებს, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს და ფიზიკურად უსწორდებიან“, - ნათქვამია განცხადებაში. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნორმად აქცია მრავალათასიანი მშვიდობიანი მომიტინგეების მისამართით არაპროპორციული ძალის გამოყენება, თავდასხმისა და განსაკუთრებული სისასტიკით დაკავების ფაქტები. Читать дальше...