ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე საპროტესტო აქციაზე დაშავებულ მომიტინგეზე ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო მისი საზღვარგარეთ მკურნალობის პასუხისმგებლობას აიღებს.
მისივე სიტყვებით, ამ ეტაპზე, პაციენტის გადაყვანის საჭიროება არ დგას.
"სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს აქციაზე დაშავებული ბიჭის სამკურნალოდ. თუ უცხოეთში გადაყვანის საჭიროება იქნება, სახელმწიფო, აღნიშნულზე, სრულად აიღებს პასუხისმგებლობას. დღეს, ქართული ჯანდაცვის სისტემა სათანადო სიმაღლეზეა, ამიტომ არცერთ პაციენტს არავის დახმარება არ დასჭირდება. Читать дальше...