აქციაზე დაკავებული 18 წლის საბა ჯიქია მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა პროევროპულ აქციაზე დაკავებულ 18 წლის სტუდენტს, საბა ჯიქიას. გამოძიება მას პოლიციელზე თავდასხმას, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 წლამდე. საბა ჯიქიასთან ერთად მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა კიდევ ერთ დაკავებულს, ანზორ კვარაცხელიას. პროკურორ როინ ხინთიბიძის განმარტებით... Читать дальше...