სააკაშვილი: ჩემი დანაბარები არასწორად დაწერეს, ხალხი თავისი ნებით გამოდის ქუჩაში
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუკზე” დაწერა, რომ მისი განცხადება არასწორად გავრცელდა და, შესაბამისად, დამსახურებული კრიტიკა მოჰყვა. თავდაპირველად “ფეისბუკის” მის გვერდზე ეწერა: „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“, მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა განცხადებას პოსტ-სკრიპტუმი დაამატა: “სამწუხაროდ, ჩემი სიტყვიერი დანაბარების არასწორად დაპოსტვა მოხდა და შესაბამისად, ჩემმა ამ პოსტმა გამოიწვია დამსახურებული რეაქცია. რა თქმა უნდა, ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს. Читать дальше...