18 мая 2026 года

World News in Georgian

Май
2026
11
12
13
14
15
16
17
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

Все новости

Radiotavisupleba.ge 

პუტინმა დაასახელა პირობა რუსეთისა და სომხეთის „რბილი, ინტელიგენტური განქორწინებისთვის“

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ სომხეთის ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებისა და რუსეთთან სამომავლო ურთიერთობების საკითხზე. მისი თქმით, სომხეთმა რაც შეიძლება მალე უნდა განსაზღვროს, რა სურს - ევროკავშირის წევრობა, თუ ევრაზიული ეკონომიკური კავშირში დარჩენა. „ჩვენ შესაბამის დასკვნებს გავაკეთებდით და წავიდოდით რბილი, ინტელიგენტური და ურთიერთსასარგებლო განქორწინების გზით“, — უთხრა პუტინმა ჟურნალისტებს. რუსეთის პრეზიდენტი ასევე გამოვიდა ინიციატივით, სომხეთის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინი: აღლუმზე ტექნიკა არ იყო, რადგან მთავარი "სპეციალური საომარი ოპერაციაა"

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 9 მაისს ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას ახსნა, რატომ არ იყო ჩართული საბრძოლო ტექნიკა გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ წლევანდელ აღლუმში - მისი თქმით, ეს გამოწვეული იყო არა მხოლოდ უსაფრთხოების მოსაზრებებით, არამედ იმ გარემოებითაც, რომ "შეიარაღებულმა ძალებმა თავიანთი ყურადღება უნდა მიაპყრონ მოწინააღმდეგის საბოლოო განადგურებას, საგანგებო საომარი ოპერაციის [ანუ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის] მიმდინარეობის ფარგლებში". პუტინის განცხადებების თანახმად,... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უშაკოვი: ზავი არ გახანგრძლივდება, ტყვეთა გაცვლისთვის მზადდება სიები

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჯერ არ არის დაგეგმილი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი. მან ასევე თქვა, რომ ზავი 11 მაისამდეა შეთანხმებული, და მისი გახანგრძლივება არ განიხილება. "არა, იყო შეთანხმება, რომ გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ზავი სამი დღის განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს: 9, 10 და 11 რიცხვებში". აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი - რომელმაც 8 მაისს გამოაცხადა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ზავის შესახებ - ასევე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„ძალა ერთობაშია - ძალა ევროპაშია"  - თბილისში შაბათის მარში იმართება

დღესაც, შაბათს საღამოს, „შაბათის მარშის“ მონაწილე დემონსტრანტები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირისკენ მსვლელობა გამართეს.

Radiotavisupleba.ge 

პეტერ მადიარი ოფიციალურად გახდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

უნგრეთის პოლიტიკური პარტია "ტისას" ლიდერმა, პეტერ მადიარმა ოფიციალურად დადო ფიცი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რანგში. ცერემონიიდან რამდენიმე წუთში მადიარმა განაცხადა, რომ უნგრელებმა მის პარტიას მისცეს მანდატი ქვეყანაში "ახალი თავის" დაწყებისთვის. "მანდატი არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ სისტემის შეცვლისთვისაც. ყველაფრის თავიდან დასაწყებად" - თქვა უნგრეთის ახალმა პრემიერმა. მან ასევე განაცხადა, რომ მისი წინამორბედის, ვიქტორ ორბანის მმართველობის პირობებში უნგრეთი გადაიქცა ევროკავშირის ყველაზე კორუმპირებულ წევრ სახელმწიფოდ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

დაძაბულობა მაღალი რჩება, ვაშინგტონის მხრიდან ირანის პასუხის ლოდინის ფონზე

ირანი აშშ-ს სდებს ბრალს სპარსეთის ყურეში ბოლო შეტაკებებსა და ესკალაციაში - იმ ფონზე, როცა ვაშინგტონი თეირანის პასუხს ელოდება ომის დასრულების თაობაზე ბოლო წინადადების შესახებ. აშშ-ის მაღალჩინოსნები, მათ შორის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო 8 მაისს ამბობდნენ, რომ რამდენიმე საათში ელოდნენ ირანის პასუხს აშშ-ის მხრიდან გაკეთებულ წინადადებაზე - რომლის ფონია ცეცხლის შეწყვეტის მყიფე შეთანხმება და ჰორმუზის სრუტესა და მის გარშემო გაგრძელებული შეტაკებები. თუმცა თეირანის პასუხი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ზვიად მაისაშვილსა და გურამ როგავაზე ძალადობაში ბრალდებულებს მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებულ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ სამ თანამშრომელს - მათგან ერთი ერთი დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელია. გამოძიება სამივე მათგანს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება ედავება. ერთს კი, დამატებით წაყენებული აქვს ბრალი ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლისთვის. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მერცი: ევროპას სურს ძლიერი ნატო, იზიარებს აშშ-ის მიზანს ირანში ომის დასრულებაზე

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა 9 მაისს განაცხადა, რომ ევროპას სურს იმუშაოს ნატოს ალიანსის ეფექტიანობის შესანარჩუნებლად, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა აშშ-სთან, რომელიც ირანის ომმა გამოააშკარავა. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და მის ევროპელ, ნატოელ პარტნიორებს შორის დაძაბულობამ ნატოს მომავლის თაობაზე გააჩინა კითხვები. დაძაბულობა უკვე არსებობდა აშშ-ის მხრიდან ევროპის კრიტიკის ფონზე, მათ შორის თავდაცვის ხარჯების და იმიგრაციის საკითხების... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ჩეჩნეთში ექვსი ადამიანი დაშავდა დრონებით შეტევის შედეგად

რუსეთში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაზე კვლავ განხორციელდა დრონებით შეტევა, ნამტვრევები დაეცა სუპერმარკეტს და საცხოვრებელ სახლებს, დაშავდა ექვსი ადამიანი. დრონების საფრთხის შესახებ გამოცხადებული განგაშის რეჟიმის მიუხედავად, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში გაიმართა მეორე მსოფლიო ომის დასრულების 81-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები. აღლუმები ჩატარდა ვლადიკავკაზში, მაჰაჩყალაში, კრასნოდარში და სტავროპოლში - სადაც ჩაიარეს რუსეთის არმიის ფორმებში ჩაცმულმა სკოლამდელი ასაკის ბავშვებმა. დონის როსტოვში ტრადიციული აღლუმი გააუქმეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ლევან ხაბეიშვილზე თავდამსხმელ ძალოვნებს პატიმრობა შეეფარდათ

პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილზე, 2024 წლის აპრილში ძალადობის გამო დაკავებულ ძალოვნებს, ცოტა ხნის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების მოქმედი უფროსსა და შსს-ს თანამშრომელს პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება. არც ერთ დაკავებულს ადვოკატი არ ჰყავს. საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. ხოლო სასამართლო სხდომა დახურულია. ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე... Читать дальше...