World News in Georgian

ავტოობანზე ერთმანეთს სატვირთო და პატიმრების გადასაყვანი მანქანები დაეჯახნენ (ფოტოკოლაჟი)

რამდენიმე წუთის წინ ავარია მოხდა დასავლეთისკენ მიმავალ ცენტრალურ ავტობანზე, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა. ერთმანეთს სატვირთო მანქანა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრების გადასაყვანი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულია მძღოლი, რომელიც მიკროავტობუსს მართავდა. ის გორის უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები. სასჯელაღსრულების დეპარტამენის მანქანა მთლიანად დამტვრეულია. შემთხვევის დროს ორივე ავტომოვილში მხოლოდ მძღოლები იმყოფებოდნენ.

Читайте на сайте