საგანგებო შტაბის მორიგი განცხადება – პრემიერმა ატენის ხეობაში ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა გაგზავნა
ბორჯომის ხეობაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით შექმნილი საგანგებო შტაბი მორიგ განცხადებას ავრცელებს. “ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბი, ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებას აფასებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი შტაბის წევრებთან და შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად მიმდინარე და დაგეგმილ მოქმედებებს განიხილავს. სტიქიის სამ კერაზე გარკვეული მონაკვეთების ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ხანძრის მასშტაბი მაინც დიდი რჩება. ამ დროისთვის მუშაობას აგრძელებს მძიმე […]