მატარებელს, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია გასვლის ნება დართეს
მატარებელი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება ცოტა ხანში უკრაინისკენ დაიძრება. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც დეპუტატმა სარიუშ ვოლკსიმ ინფორმაცია პოლონეთის ხელისუფლებას შეატყობინა. მანამდე, უკრაინული მხარის მიერ გაცემული იყო ბრძანება, რომ მატარებელი არ დაიძრებოდა, სანამ მიხეილ სააკაშვილი ვაგონს არ დატოვებდა, თუმცა გადაწყვეტილება უკვე შეიცვალა.