World News in Georgian

განხორციელდება უნივერსიტეტების არაგეგმური შემოწმება

განათლების მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების ფარგლებში განხორციელდება უნივერსიტეტების არაგეგმური შემოწმება. ამის შესახებ მან განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. მისივე თქმით, რეფორმის ფარგლებში შემუშავდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი მოდელი: „ავტორიზაციის სტანდარტებისადმი შეუსაბამობა, უნივერსიტეტებისათვის სტუდენტთა მიღების შეჩერების საბაბი გახდება. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, შემუშავდება უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალი, უფრო ეფექტური მოდელი.“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

Читайте на сайте