World News in Georgian

თავი დამნაშავედ ცნო გერმანიაში საფეხბურთო კლუბის ავტობუსის აფეთქების მცდელობაში ბრალდებულმა პირმა

გერმანიაში საფეხბურთო კლუბ „ბორუსია დორტმუნდის“ ავტობუსის აფეთქების მცდელობაში ბრალდებული პირი, სერგეი ვ. თავს დამნაშავედ ცნობს, თუმცა უარყოფს, რომ ვინმეს მოკვლა სურდა. სერგეი ვ. რუსეთისა და გერმანიის მოქალაქეა. მას წაყენებული აქვს 2017 წლის აპრილში მკვლელობის მცდელობის ბრალდება 28 მუხლით და სამუდამო პატიმრობა ემუქრება. პროკურორების შეფასებით, აფეთქება იყო ფულის გამოძალვის მიზნით მომზადებული სქემის ნაწილი. ორშაბათს დორტმუნდის სასამართლოს სხდომაზე სერგეი ვ.-მა სინანული გამოთქვა თავისი ქმედების გამო. როგორც ის ამბობს, ასაფეთქებელი მოწყობილობა ისე იყო დამზადებული, რომ ტრავმა არ გამოეწვია. აფეთქება, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა, მოეწყო, როცა „ბორუსია დორტმუნდის“ გუნდი ავტობუსით მიემგზავრებოდა სასტუმროდან სტადიონისაკენ, უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩის სათამაშოდ.

Читайте на сайте