თათია სამხარაძე − ჟურნალისტი
საახალწლო განწყობა საერთოდ არ მქონია. ნაძვის ხეც გვიან და უგულოდ მოვრთე. გასულმა ორმა წელმა და ამდენმა ნერვიულობამ, დიდი გამოცდილების გარდა, დიდი სევდაც მომიტანა. ისეთი ფარული სევდა, პირდაპირ თვალებში რომ იბუდებს და ვერანაირი ხარისხიანი კოსმეტიკით რომ ვერ დაფარავ.