ზურაბ პატარაძე: საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ შეზღუდვა თურქეთის საზღვრის გადაკვეთისას
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ, თურქეთის რესპუბლიკის ართვინის გუბერნატორთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უახლოესი თვეების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ შეზღუდვა საზღვრის გადაკვეთისას და ისინი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ მიმოსვლას.