რატომ დაუპირისპირდნენ ძველი ბათუმის დამცველები ქალაქის ახალ მერს
სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, რომელიც ისტორიული ბათუმის ძველი უბნების შენარჩუნებისთვის იბრძვის, მოითხოვს თვითმმართველობამ მიიღოს სპეციალური წესები არა მარტო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად, არამედ იმ ისტორიული შენობების შესანარჩუნებლადაც, რომლებიც XIX-XX საუკუნეებისდროინდელი ქალაქის განაშენიანების ნაწილია და, მთლიანობაში, ბათუმის ისტორიულ ურბანულ ქსოვილს ქმნის.