ნუ ცდილობ თემას გადაუხვიო – სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელს აფარებდით (ვიდეო)
ტელეკომპანია „Deursche Welle”-ს გადაცემაში „CONFLICT ZONE” სტუმრად მყოფ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჟურნალისტი ტიმ სებასტიანი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოში მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებსა და მისი მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებებზე ესაუბრა. 2008 წელს თქვენ ბოროტად გამოიყენეთ პრეზიდენტის ძალაუფლება და შეიწყალეთ პოლიციის ოთხი ოფიცერი, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ ბანკირის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში. შეწყალების საფუძველი იყო მკვლელობის გარემოებების დაფარვა. […]