World News in Georgian
Январь
2018

Новости за 28.01.2018

Radiotavisupleba.ge 

ტრამპის თქმით, ის მზად არის, აშშ დაუბრუნოს პარიზის ხელშეკრულებას კლიმატის ცვლილებების თაობაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, ამერიკა დაუბრუნოს ამერიკა პარიზის ხელშეკრულებას კლიმატის ცვლილებების თაობაზე. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მასში ცვლილებები იქნება შეტანილი. „თუკი კარგი ხელშეკრულეა გამოვა, ყოველთვის არის შანსი, რომ დავბრუნდეთ“, თქვა ტრამპმა ტელეკომპანია ITV-ისთვის კვირას მიცემულ ინტერვიუში. 2017 წლის ივნისში ტრამპმა გამოაცხადა, რომ გაჰყავს აშშ პარიზის შეთანხმებიდან, ვინაიდან, მისი თქმით, ეს ცუდი გარიგება იყო აშშ-ისთვის. ამჟამდ აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც დატოვა შეთანხმება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერდოანმა პირობა დადო, რომ თურქეთი „ტერორისტებისგან“ გაწმენდს თავის მთელს საზღვარს სირიასთან

თურქეთის პრეზიდენტმა რეჟეპ ტაიპ ერდოანმა პირობა დადო, რომ თურქეთი „ტერორისტებისგან“ გაწმენდს თავის მთელს საზღვარს სირიასთან. ეს კომენტარი მან გააკეთა 28 იანვარს. თურქეთი უკვე მეორე კვირაა აწარმოებს იერიშს ჩრდილოეთ სირიის აფრინის რეგიონში. საკუთარი მმართველი პარტიის ყრილობასზე გამოსვლისას ერდოანმა თქვა, რომ თურქეთი იზრუნებს იმისთვის, რომ შინ დაბრუნდნენ მის ტერიტორიაზე შეფარებული სირიელი ლტოლვილები, როგორც კი გაიწმინდება სასაზღვრო რეგიონი.

Radiotavisupleba.ge 

შინ - უცხოეთში: პრაღელი სტილისტის საქართველოდან გამოყოლილი მაკრატლები

ქალის პარიკმახერი კაცს გაკრეჭს, მაგრამ კაცის პარიკმახერი ქალს კარგად ვერაო, უხსნის პრაღაში მცხოვრები სტილისტი-პარიკმახერი, აკორდეონისტი, გუგარ მანუკიანი ოქროპირ რუხაძეს, ავტორს რადიო თავისუფლებისა და „ტვ პირველის“ გადაცემა "პერსპექტივის" რუბრიკისა „შინ - უცხოეთში“.

Radiotavisupleba.ge 

კალეიდოსკოპი

რუსეთის კულტურის სამინისტრომ გააუქმა ბრიტანულ კომედია "სტალინის სიკვდილის" ჩვენებაზე გაცემული ლიცენზია.

Radiotavisupleba.ge 

რას წერენ სოციალურ ქსელებში

ვნახოთ, როგორია დასავლეთის ამბების ექო ქართულ სოციალურ მედიაში. მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ ანი ბურდული.

Marshalpress.ge (მარშალ) 

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების შესაძლო ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალა, სადაც სავარაუდოდ ასახულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ილონ მასკმა გამოაცხადა "ფალკონ ჰევის" მარსზე გაშვების თარიღი

ამერიკელმა მეწარმემ, ილონ მასკმა, გამოაცხადა მძიმე რაკეტა „ფალკონ ჰევის“ მარსზე გაშვების თარიღი. კომპანია Space X-ის დამაარსებელმა ტვიტერზე დაწერა, რომ სტარტი დანიშნულია 6 თებერვლისთვის. რაკეტას გაუშვებენ ფლორიდის შტატში მდებარე სოკმოსური სასტარტო პლატფორმიდან.

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში გლოვობენ ტერაქტის შედეგად დაღუპულ ასზე მეტ ადამიანს

ავღანეთის მთავრობამ 28 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც 27 იანვარს თვითმკვლელის მიერ მოწყობილ აფეთქებას ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, დანაღმული ავტომანქანით განხორციელებული ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი 103-მდე გაიზარდა, დაჭრილია 150-ზე მეტი. ქაბულის პოლიციის უფროსის მოადგილის, ჰაყნავაზ ჰაყიარის თქმით, თავდასხმა 27 იანვარს დილით განხორციელდა ხალხმრავალ მოედანზე. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა. ეს უდიდესი აფეთება იყო, რომელიც განხორციელდა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში „ამომრჩეველთა გაფიცვის“ 250-ზე მეტი მონაწილე დააკავეს

რუსეთში „ამომრჩეველთა გაფიცვის“ დღეს 250-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს. ჩებოკსარში დააკავეს 50 ადამიანი, უფაში - 45, კემეროვოში - 31, მურმანსკში - 23. პოლიციამ ძალა გამოიყენა. დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნებიც. მოსკოვში დაკავებულია 16 აქტივისტი, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი. პოლიციაში მის მხარდასაჭერად მივიდა პრეზიდენტობის კანდიდატი ქსენია სობჩაკი. ნავალნიმ მანამდე მოუწოდა რუსეთის მოქალაქეებს, მონაწილეობა არ მიიღონ მარტისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში, მას შემდეგ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"პერსპექტივა" (No 8) – 28.01.18

რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ.

Radiotavisupleba.ge 

გრძელი გზა ნატოსკენ

ნატოს ხელმძღვანელობა ზაფხულში მნიშვნელოვანი სამიტის ჩატარებას გეგმავს. ორგანიზაციის დღის წესრიგში დგას პოტენციური წევრების სტატუსთან დაკავშირებული ძველი პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა მომწიფებულია.

Radiotavisupleba.ge 

თბილისის ცენტრში სცემეს 23 წლის ტრანსგენდერ ქალს

თბილისის ცენტრში სცემეს 23 წლის ტრანსგენდერ ქალს, მირანდა ფაღავას. ის ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველი ერთ-ერთი ორგანიზაციის აქტივისტია. თავდასხმის შესახებ მან ფეისბუკით გაავრცელა ცნობა. ფაღავას თქმით, ინციდენტი კვირას დილით მოხდა ვაკის პარკის მახლობლად. ფაღავა ტაქსიდან გადმოდიოდა, როცა მას მიუახლოვდა უცნობი მამაკაცი. ის შეეცადა ფაღავასთან საუბარი წამოეწყო მისი ბიოლოგიური სქესის შესახებ. ამის შემდეგ ის ტრანსგენდერს თავს დაესხა. ფაღავამ ახლომდებარე მაღაზიის თანამშრომლებს სთხოვა დახმარება, მაგრამ მას არ მიეშველნენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ალექსანდრე მაისურაძე: ვემზადებით პოლიტიკური გადაწყვეტილებისათვის, რომელიც ნატომ უნდა მიიღოს

2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან, რომელზეც ალიანსმა გაწევრიანების პირობა მისცა საქართველოსა და უკრაინას, 10 წელი გავიდა. მოსალოდნელია თუ არა, რომ მეათე წლისთავზე რაიმე კონკრეტულად გაირკვეს ნატოში გაწევრიანების ვადასთან დაკავშირებით?

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში დააკავეს ალექსეი ნავალნი

მოსკოვში, საპროტესტო აქცია „ამომრჩეველთა გაფიცვაზე“ დააკავეს ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი. პოლიტიკოსთან ერთად დაკავებულია რამდენიმე პირი, რომლებიც მას თან ახლდნენ ტვერის ქუჩაზე. ნავალნი მიიყვანეს „იაკიმანკის“ პოლიციის განყოფილებაში. ოპოზიციონერს ბრალად ედება მიტინგის ჩატარების წესების დარღვევა.  მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს „ამომრჩეველთა გაფიცვაში“. პოლიციის თანახმად, აქცია უკანონოა და ის აქტივისტებს მოუწოდეს, დაიშალონ. ამ ქალაქებიდან ჯერჯერობით არ არის ცნობები მასობრივი დაკავებების შესახებ. Читать дальше...

Marshalpress.ge (მარშალ) 

თურქმა სამხედროებმა აფრინში სტრატეგიული სიმაღლე ბურსეა კიდევ ერთხელ დაიკავეს

თურქმა სამხედროებმა აფრინში სტრატეგიული სიმაღლე ბურსეა კიდევ ერთხელ დაიკავეს. აღნიშნული სიმაღლის აღება ჯარისკაცებმა პირველად 22 იანვარს შეძლეს, თუმცა მოგვიანებით ქურთების წინააღმდეგობის გამო დაკარგეს. თურქეთში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ დაწყებიდან დღემდე, თურქეთის არმიამ 450-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურა. თურქეთმა სამხედრო მოქმედებები სირიის ტერიტორიაზე გამაგრებული ქურთი მებრძოლების წინააღდმდეგ 20 იანვარს წამოიწყო. ოფიციალური ცნობით, […]

Radiotavisupleba.ge 

შვედეთში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა კომპანია „იკეას“ დამაარსებელი ინგვარ კამპრადი

შვედეთში 91 წლის ასაკში გარდაიცვალა ავეჯითა და საოჯახო ნივთებით მოვაჭრე კომპანია „იკეას“ დამაარსებელი, ინგვარ კამპრადი. კამპრადმა „იკეა“ 1943 წელს დააარსა, როცა ის 17 წლის იყო. 2013 წლამდე კამპრადი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. „იკეას“ 400-ზე მეტი მაღაზია აქვს 49 ქვეყანაში. კომპანიის წლიური შემოსავალი 62 მილიარდი დოლარია. „ფორბსის“ რეიტინგის მიხედვით, 2017 წელს კამპრადის ოჯახის ქონება 3 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

Marshalpress.ge (მარშალ) 

სანდროს მკვლელობის ღამეს თქვა ეს ამ კაცთუმსგავსმა (ვიდეო)

ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება: სანდროს მკვლელობის ღამეს თქვა ეს ამ კაცთუმსგავსმა – და კიდევ ამას დაედო მსჯავრი უკანონოდ, მართლა რამ გაგრეცხათ სინდისისგან? Posted by Lasha Natsvlishvili on 2018 წლის 27 იანვარი, შაბათი “სანდროს მკვლელობის ღამეს თქვა ეს ამ კაცთუმსგავსმა – და კიდევ ამას დაედო მსჯავრი […]

Marshalpress.ge (მარშალ) 

ნუ ცდილობ თემას გადაუხვიო – სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელს აფარებდით (ვიდეო)

ტელეკომპანია „Deursche Welle”-ს გადაცემაში  „CONFLICT ZONE” სტუმრად მყოფ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჟურნალისტი ტიმ სებასტიანი  უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე,  საქართველოში მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებსა და მისი მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულებებზე ესაუბრა. 2008 წელს თქვენ ბოროტად გამოიყენეთ პრეზიდენტის ძალაუფლება და შეიწყალეთ პოლიციის ოთხი ოფიცერი, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ ბანკირის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში. შეწყალების საფუძველი იყო მკვლელობის გარემოებების დაფარვა. Читать дальше...