ჩეხეთში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა ქიმიურ ქარხანაში აფეთქებას
სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებას, რომელიც მოხდა ჩეხეთის ქალაქ კლარუპი ნად ვლტავოიში, პრაღიდან 30 კილომეტრში მდებარე ქიმიურ ქარხანაში. სახანძრო დაცვის რეგიონული სამსახურის პერსმდივნის, ვლადიმირა კერეკოვას თანახმად, დახოცილების გარდა აფეთქებისას ბევრი სერიოზულად დაშავდა. ქალაქის მერის, პეტრ ჰოლეჩეკის თქმით, სინთოსის ქარხანაში აფეთქდა ცისტერნა დაუდგენელი ნივთიერებით. მერმა ჩეხეთის ტელევიზიას უთხრა, რომ „აფეთქებით ქალაქისთვის საფრთხე არ შექმნილა".