21 წლის ახალგაზრდა მდინარე დებედას ნაპირზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს
21 წლის ახალგაზრდა მდინარე დებედას ნაპირზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სეიდ გოჯალოში 21 წლის მამაკაცი მდინარე დებედას ნაპირზე გარდაცვლილი ნახეს. ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფით აქვს მიყენებული.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა სეიდ გოჯალოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ანზორ აბაშიძემ განაცხადა, რომ მოკლული ახალგაზრდა აღნიშნული სოფლის მცხოვრებია და ცხედარი მდინარის პირზე გუშინ ნახეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე და 236-ე მუხლებით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
განზრახ მკვლელობა ისჯება 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში - 23-წლიდან უვადო პატიმრობამდე.