World News in Georgian

კვარიათში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა  მოქალაქეების პროტესტს იწვევს

კვარიათში ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ზღვის სანაპიროს  პირველ ზოლში მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. კვარიათის პლაჟზე, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე ძირითადად ოთხსართულიანი განაშენიანებაა, ახალი კორპუსის საძირკველი უკვე ჩაყრილია და   მშენებლობა მიმდინარეობს,  გამოკრულ აბრაზე კი წერია, რომ ამ ადგილას სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს შპს „ტმი“ აშენებს.  ფოტოდან ჩანს, რომ ეს კორპუსი 12- სართულიანი იქნება, ნებართვის გამცემი კი ქალაქ ბათუმის მერიაა.

Читайте на сайте