World News in Georgian

პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა არჩილ ტატუნაშვილის საქმეს

საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის და საქმის მასალების საფუძველზე. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება გაგრძელდება "ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით და მსხვერპლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ჯგუფურად ჩადენილი თავისუფლებააღკვეთილი პირის წამების ფაქტზე, რამაც დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია." მსგავსი დანაშაული ითვალისწინებს თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას. 


პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში 2018 წლის 31 მაისს მიღებულ იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნებოდა 100-ზე მეტი დაზიანება ჭრილობების, მოტეხილობის, სისხლნაჟღენთების, სისხლჩაქცევებისა და ნაჭდევების სახით, დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია და განვითარებულია მკვრივი, ბლაგვი საგნის მრავალჯერადი მოქმედების შედეგად.

Читайте на сайте