World News in Georgian

ქართველი კანოისტი ევროპის ჩემპიონია

სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ 200 მეტრზე გაცურვაში ოქროს მედალი მოიპოვა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ზაზა ნადირაძის ეს შედეგი უნიკალურია. 2017 წლის  ევროპის ჩემპიონატზე იგი მხოლოდ ბრინჯაოს მფლობელი გახდა.  წელს მოპოვებული გამარჯვებით ზაზა ნადირაძე მომავალ წელს ბელარუსში გასამართი ევროპული თამაშების, მინსკი-2019-ის ლიცენზიის მფლობელიც გახდა. ევროპული თამაშების ლიცენზია მოიპოვა კიდევ ერთმა ქართველმა კანოისტმა, ბადრი ყაველაშვილმა.

Читайте на сайте