"პერსპექტივა" (No 26) – 10.06.18
დღეს რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" ამ და სხვა თემებზე გვექნება საუბარი:
რას შეიძლება მოველოდეთ დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრიდან? ინტერვიუ საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩთან, უილიამ კორტნისთან. „შინ - უცხოეთში“: მშვენიერი ქართული, მრავალხმოვანი ქართული სიმღერები - რამ დაასახლა სოლოლაკში მონპელიელი ზოე პერე. ნიკომ შეარჩია სამი სიმღერა "დავიწყებულ ომზე". კალეიდოსკოპი: სილამაზის კონკურსი ტრანსფორმაციის გზაზე.
რადიო თავისუფლების სატელევიზიო გადაცემა "პერსპექტივაში" გესაუბრებით საქართველოს დასავლურ პერსპექტივაზე - იმაზე, თუ რა გვიშლის და რა გვიწყობს ხელს დემოკრატიის გზაზე. გადაცემაში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოთი ცხოვრობენ. „პერსპექტივა“ კვირაობით, 22:30 საათზე გადის ტელეკომპანია "პირველის" ეთერით და ჩვენს YouTube-ის არხზე.