გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში ძლიერ წვიმას სეტყვაც მოჰყვა. საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები - მეჯვრისხევი, ახალუბანი, ჯარიაშენი და ზერტი - დაისეტყვა, სოფელ მეჯვრისხევში კი ეზოები და სახლების პირველი სართულები დაიტბორა.