World News in Georgian

გამოქვეყნდა ეროვნული გამოცდების ახალი განრიგი

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ეროვნული გამოცდების ახალი განრიგი გამოაქვეყნა.




ის აბიტურიენტები, რომლებსაც 2 ივლისს, 14:00 საათზე ჰქონდათ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა, ამავე გამოცდას 4 ივლისს, დილის 8:00 საათზე ჩააბარებენ.


3 ივლისს 14:00 საათზე განაწილებული აბიტურიენტებს გამოცდაზე გასვლა 5 ივლისს, დილის 8:00 საათზე მოუწევთ.


ორივე შემთხვევაში დილის 8:00 საათზე იწყება გამოცდებზე რეგისტრაცია, ხოლო გამოცდა - 9:00 საათზე.


ზოგადი უნარების გამოცდამ, რომელიც 5 ივლისს 08:00-ზე იყო დაგეგმილი, 7 ივლისის დილის 8 საათზე გადაინაცვლა, ხოლო 5 ივლისს, 14:00-ზე დაგეგმილი გამოცდა ასევე 7 ივლისს, 14:00-ზე ჩატარდება.


6 ივლისს დაგეგმილი ყველა გამოცდა უცვლელად ჩატარდება.




გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განრიგის შეცვლა დაანონსებული მაღალი ტემპერატურის გამო გადაწყვიტა. როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა 1 ივლისს ფეისბუკზე ჩართვაში თქვა, დღის ამ მონაკვეთში აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრებში სიცხე არ შეაწუხებთ.

Читайте на сайте