World News in Georgian

ისრაელმა სირიიდან მოახდინა ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების“ ევაკუაცია

ისრაელის სამხედრო რაზმმა გასული კვირის ბოლოს სირიის საზღვარზე მდებარე, სახიფათო გოლანის სიმაღლეების მიმდებარე ტერიტორიიდან განახორციელა მოხალისეთა სამოქალაქო ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების“ წამომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაცია იორდანიაში. 21 ივლისის განცხადება მოასწავებს ისრაელის პირველ მსგავს ჩარევას სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში. ისრაელის სამხედრო უწყების მიერ ტვიტერით გავცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ ამ უპრეცედენტო ოპერაციის შესახებ ისრაელს აშშ-ისა და რამდენიმე ევროკავშირის ქვეყანამ მიმართეს თხოვნით, ხოლო ევაკუაციის მიზეზი გახდა ჰუმანიტარული ორგანიზციიის წევრთა პირადი უსაფრთხოება სირიის საომარი კონფლიქტის ზონაში. ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტები“ ჰუმანიტარულ-სამაშველო მისიას 2013 წლიდან ახორციელდებდა სირიელ მეამბოხეთა ხელთ არსებულ დასახლებულ პუნქტებში. პრეზიდენტი ბაშარ ასადი და მისი რუსი მოკავშირეების ბრალს დებდნენ „თეთრ ჩაფხუტებს“, რომელიც, ოპონენტების თქმით, მათი საერთაშორისო დონორების დაკვეთას ასრულებდნენ. ორგანიზაცია, რომელიც ცნობილია გაბედული მოქმედებებით გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანების ომის ზონიდან ევაკუაციის დროს, 2016 წელს ნობელის მშიდობის პრემიაზე იყო წარდგენილი. აშშ-ის სამხედრო დეპარტამენტი 22 ივლისის განცხადებაში მიესალმა 800-მდე დამკვირვებლისა და მათი ოჯახის წევრების“ უსაფრთხო ევაკუაციას“. იორდანიიდან მათ გადაიყვანენ ბრიტანეთში, გერმანიასა და კანადაში.

Читайте на сайте