World News in Georgian

თეირანმა სარაკეტო იერიშით უპასუხა აღლუმზე მოწყობილ თავდასხმაში ეჭვმიტანილ დაჯგუფებას

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის სამხედრო ძალებმა რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა დაუშინეს სირიაში დაბანაკებულ იმ ექსტრემისტული ჯგუფის მებრძოლებს, რომელსაც თეირანი ბრალს დებს ცოტა ხნის წინ მოწყობილ სისხლიან თავდასხმაში. 22 სექტემბერს, ქალაქ აჰვაზში სამხედრო აღლუმის დროს ხალხში ატეხილი სროლის შედეგად, დაიღუპა 24 და დაიჭრა 60 - კაცი. იერიშზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“. მაგრამ თეირანი ბრალს დებს ირანში მყოფ არაბ სეპარატისტებს, რომელბიც სირიის ტერიტორიაზე, სირიის აბუ კამალის რეგიონში, მოქმედებენ. ირანის სააგენტო „ფარსის“ თანახმად, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის (IRGC) მიერ 1 ოქტომბერს განხორციელებული ბალისტიკური სარაკეტო იერიშის შედგად განადგურებულია რამდენიმე ექსტრემისტი. 

Читайте на сайте