უსუფაშვილი: აუცილებელია ქოც-ნაცური მოჯადოებული წრის გარღვევა
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ბოლო დღეებში მოსმენილი კრიმინალური ქრონიკით, გადაუხდელი გადასახადებით და „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი ძალადობებით, ნაბიჯები იდგმება უფსკრულისკენ. დავით უსუფაშვილის შეფასებით, რასაც „ქართულო ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთზე ამბობენ, მეტწილად მართალია, ძირითადი სიმართლე კი ის არის, რომ ერთი ხელისუფლებიდან უნდა წავიდეს, მეორე კი აღარ არის ხელისუფლებაში მოსაშვები.
"ოცნებაზე" უკეთ გავიგეთ, რომ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნება დაუშვებელია, მაგრამ, იმასაც ვხედავთ, რომ "ოცნების" არაადეკვატური პოლიტიკის გამო სწორედ აქეთ მიაქანებენ ქვეყანას. გვეუბნებიან იმას, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს დასაშავებელი, სანამ "ნაცებს" შეგვადარებთო. მაშინ მოქმედი გენპროკურორი ადეიშვილი ალაგებდა ბიზნესს, ახლა ყოფილი გენპროკურორი ფარცხალაძე ალაგებს ბიზნესს. რა თქმა უნდა, განსხვავება დიდია. მაგრამ ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" შესაცვლელია, მაგრამ არა "ნაციონალური მოძრაობით". ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ "ოცნების" ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევცვალოთ, სანამ მათ საკუთარი თავი "ნაცმოძრაობას" შეაცვლევინეს” - განაცხადა დავით უსუფაშვილმა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე. „შენების მოძრაობის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებია ქვეყნის სწორ გზაზე დაყენების შესაძლებლობა და გაცილებით მეტია „ქოც-ნაცური მოჯადოებული წრის გარღვევის“ მსურველთა რიცხვი, ვიდრე „თავად „ნაცები“ და „ქოცები“, რომლებსაც არაფრის გაგონება აღარ უნდათ.“ უსუფაშვილმა მიმართა მოქალაქეებს, ნუ დაიჯერებენ, რომ არჩევანია ცუდსა და უარესს შორის და ნუ გახდიან ქვეყანას „მიშა-ბიძინას წესების გარეშე ბრძოლის ასპარეზად.