კანდიდატთა შედეგები – დათვლილია ყველა უბანი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 3705 უბანი დათვლილია სრულად. 19:00 საათის მდგომარეობით საპრეზიდენტო კანდიდატთა პროცენტული მაჩვენებელი ასეთია. სალომე ზურაბიშვილი – 38.64 (615 ათას 433 ხმა) გრიგოლ ვაშაძე – 37.73% (600 ათას 970 ხმა) არსებული მონაცემებით ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50 პროცენტიანი ბარიერი, რაც ავტომატურად მეორე ტურის გამართვას გულისხმობს, რომელიც მიმდინარე წლის 2 დეკემბრამდე უნდა გამოცხადდეს.