World News in Georgian

გიორგი გახარია ყველას ურჩევს, ხორავას საქმეზე გამოძიების დასრულებას დაელოდონ

„ჩვენ პირველივე დღიდან მაქსიმუმს ვაკეთებდით იმისთვის, რომ სწრაფად მიგვეღწია შედეგისთვის ამ საქმის გამოძიების პროცესში", - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის წლისთავს.


შს მინისტრმა საზოგადოებას ურჩია დაელოდონ  სასამართლო პროცესების დასრულებას: „ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ სასამართლო პროცესი დასრულდეს და შედეგი,  რომელსაც, პირველ რიგში, ოჯახი და შემდეგ  მთელი საზოგადოება ელის, ობიექტური იყოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Читайте на сайте