World News in Georgian

ირმა ხეცურიანის მე-13 ოქრო

ქართველმა პარამოფარიკავემ  ირმა ხეცურიანმა მორიგი ოქრო მოიპოვა იაპონიაში, სადაც პარაფარიკაობაში წლის ბოლო ტურნირი ტარდება.  ეს მის კარიერაში მე-13 ოქროა.


„ტურნირი 13 დეკემბერს კიოტოში  გაიმართა. პირველი დღე იყო ხმლით ფარიკაობა. ქვეჯგუფში 5 ბრძოლა მოვიგე, 1 - წავაგე და რეიტინგში პირველ ადგილას გადავედი. ოქრო მოულოდნელი არ იყო. რადგან კვირაში 6 დღე ვარჯიში სწორედ იმას გულისხმობს, რომ შედეგი უნდა გქონდეს“, - ამბობს ირმა ხეცურიანი.


ხეცურიანს ფინალურ ბრძოლაში უკრაინელ მოფარიკავესთან მოუწია ასპარეზობა, რომელიც დიდი უპირატესობით, 15-ით 12 დაამარცხა.


14 დეკემბერს კიოტოში უკვე რაპირით ბრძოლაში გაიმართება ასპარეზობა.


ირმა ხეცურიანი საქართველოში 16 დეკემბერს ბრუნდება.

Читайте на сайте