აქცევს თუ არა ლიტერატურული კონკურსი „მწიგნობარი“ რაჭას წიგნების მოყვარულთა თავშეყრის ადგილად?
ცნობილი ქართველი მთარგმნელის, მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი „მწიგნობარი“ მკითხველების კონკურსია – ის წელს საუკეთესო მკითხველის გამოსავლენად იმართება რაჭაში, კერძოდ კი, ამბროლაურის რაიონში.