World News in Georgian
Декабрь
2016

Новости за 11.12.2016

Marshalpress.ge (მარშალ) 

შიშველი მამაკაცი სვანეთში – ფოტოს ავტორი ვიდეომიმართვას ავრცელებს

სვანეთში გადაღებული შიშველი ფოტოს ავტორი საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს და უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბოდიშის მოხდა მას ზეწოლით და იძულებით მოუხდა.

Marshalpress.ge (მარშალ) 

სტამბოლში მომხდარ ორ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა “ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა” აიღო

სტამბოლში მომხდარ ორ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ქურთთა დაჯგუფებამ “ქურთისტანის თავისუფლების ქორებმა” აიღო. ინფორმაცია დაჯგუფების ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 10 დეკემბერს სტამბოლის ცენტრში, ბეშიქთაშის სტადიონთან აფეთქებებს 38 ადამიანი ემსხვერპლა, 160 კი დაშავდა. აღნიშნულმა დაჯგუფებამ ანკარაში მარტში და სტამბოლში ივნისში განხორციელებულ თავდასხმებზეც აიღო პასუხისმგებლობა.

News.ge 

პრეზიდენტმა აბდელ ფათაჰ ას-სისიმ ეგვიპტეში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა

მასში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი აბდელ ფათახ ას-სისი ტერაქტს გმობს და ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

News.ge 

აჭარის მსგავსად, დიდთოვლობის გამო ზვავი მესტია-ჯვარის ცენტრალურ გზაზეც ჩამოწვა

გადაუღებელმა თოვამ ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის შედეგადაც ელექტროენერგია ადგილობრივი მოსახლეობის ნახევარს არ მიეწოდება.

Marshalpress.ge (მარშალ) 

პატრიარქი მრევლს ურჩევს, ახალი წლისთვის სახლში ნაძვის ნერგი შეიტანონ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოუწოდებს ყველას, რომ ნერგების გამოყვანა შეისწავლოს. როგორც პატრიარქმა დღევანდელ ქადაგებაზე განაცხადა, საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ არსებობს კოლეჯი ზურაბ შევარდნაძისა და დედა თეკლეს ხელმძღვანელობით და ნერგების გამოყვანის შესწავლის მსურველებს შეუძლიათ ამ კოლეჯს მიმართონ. ”ადამიანი ურთულესი ქმნილებაა ღვთის. ადამიანი არის ხატება ღვთის. ბევრ საკითხს ადამიანის გონება წვდება, მაგრამ არის ისეთი საკითხები, რომელსაც ვერ […]

News.ge 

მერია: ნარიყალას ციხე-სიმაგრეს მასშტაბური რეაბილიტაცია-რესტავრაცია უტარდება

თბილისის განვითარების ფონდი ნარიყალას რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებს.

News.ge 

გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვდგავართ იმ ქვეყნების გვერდში, რომლებსაც დაუნდობელი ბრძოლა აქვთ გამოცხადებული ტერორისტების მიმართ

კვირიკაშვილი დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს, თურქ ხალხსა და ხელისუფლებას უსამძიმრებს.

News.ge 

"ანარეკლი" - 13 დეკემბერს "თიბისი გალერეაში" ფოტოგამოფენა გაიმართება

ეს არის თბილისის სხვადასხვა უბანში გადაღებული ფოტოები, რომელსაც აერთიანებს ერთი თემა - ანარეკლი, - ყველგან და ყველაფერში.

News.ge 

სურსათის ეროვნული სააგენტო: პურის უვნებლობასა და ეტიკეტირების წესის დაცვაზე კონტროლს ვააქტიურებთ

როგორც უწყებაში აცხადებენ, სავალდებულოა, ეტიკეტზე დატანილი იყოს სრულყოფილი ინფორმაცია ინგრედიენტების და საკვები დანამატების შესახებ.

News.ge 

გიორგი მარგველაშვილი სტამბოლის ტერაქტებზე: საქართველო მტკიცედ გმობს ძალადობის ასეთ სასტიკ გამოვლინებას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტამბოლში მომხდარი აფეთქებების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

News.ge 

"კაცი, რომელიც რუსთაველის თეატრს ჰგავდა. კაცი, რომელიც თეატრში ყველას უყვარდა!"

99 წლის ასაკში ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდერის კავალერი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი ნესტორ ჭილაძე გარდაიცვალა.

News.ge 

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

News.ge 

რუსეთის ავიაციამ პალმირაში ISIS-ის წინააღმდეგ 64 ავიადარტყმა განახორციელა (ვიდეო)

რამდენიმე დღის წინ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ქალაქზე შეტევა განახორციელეს და მისი ჩრდილო-დასავლეთ რაიონები დაიკავეს. მათ ხელში აგრეთვე საბრძოლო მასალების საწყობებიც აღმოჩნდა.

Marshalpress.ge (მარშალ) 

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი – თავდასხმის ობიექტი პოლიციის ავტობუსი იყო

სტამბოლში მომხდარ აფეთქებას თურქეთის ხელისუფლებამ უკვე უწოდა ტერორისტული აქტი. შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ დამნაშავეების თავდასხმის ობიექტი პოლიციის ავტობუსი იყო. ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა სტადიონის მახლობლად მანქანიდან ისროლეს.