World News in Georgian
Декабрь
2016

Новости за 29.12.2016

Marshalpress.ge (მარშალ) 

ლია მიქაძე და ალექსანდრა მაჭავარიანი მოამბეს წაიყვანენ

30 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს 60 წელი უსრულდება. ამ დღესთან დაკავშირებით მოამბის 20:00 საათიანი გამოშვება განსხვავებული ფორმატით გავა ეთერში, რომელსაც თამთა სანიკიძესთან ერთად ტელევიზიის პირველი სახეები, ალექსანდრა მაჭავარიანი და ლია მიქაძე გაუძღვებიან.

News.ge 

აშშ-დან 35 რუს დიპლომატს აძევებენ

შეგახსენებთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დააწესეს, შესაბამის ბრძანებულებას ხელი აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოაწერა.

Marshalpress.ge (მარშალ) 

ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ყველას გაახარებს – თამარ ჩიბურდანიძის განცხადება

„საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის“ თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძემ 2016 წლის პირველი ექვსი თვის დემოგრაფიული მაჩვენებელი შეაჯამა. მონაცემებით ირკვევა, რომ წინა წელთან შედარებით, შობადობის ზრდა არ ფიქსირდება. ერთადერთი რეგიონი, სადაც შობადობის მაჩვენებელი მომატებულია, რაჭა-ლეჩხუმი- ქვემო სვანეთია, რაზეც დიდი როლი მთის კანონის ამოქმედებამ ითამაშა: „იცით, რომ სტატისტიკის დეპარტამენტი მთლიან მონაცემებს მარტის თვეში დებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს 2016 […]

News.ge 

"ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე გასაგზავნი ნაწარმოების შერჩევაში გადაწყვეტილება ბიუროკრატებმა არ უნდა მიიღონ. ისტორიას დარჩება ის მწერალი, რომელიც ამის ღირსია!"

უკვე 10 წელია რაც შვეიცარიაში ტარდება პრესტიჟული ლიტერატურული ფესტივალი Babel. ფესტივალი ეძღვნება უცხო ენაზე თარგმნილ ლიტერატურას.

News.ge 

"კიდევ ერთხელ მინდა გამოვთქვა სურვილი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გადაიფიქროს პირვანდელი გადაწყვეტილება და ჩაერთოს კომისიის მუშაობაში"

კობახიძის თქმით, უკვე შექმნილი საკონსტიტუციო კომისია გულისხმობს მასში პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და უშიშროების საბჭოს მდივნის მონაწილეობას.

Marshalpress.ge (მარშალ) 

ახლახანს მოვიდა ინფორმაცია – რუსეთის პრეზიდენტის განცხადება

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ინფორმაციით, სირიაში კონფლიქტის მხარეებს შორის მიღწეულია შეთანხმება ქვეყნის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, კონფლიქტის მხარეები მზად არიან სამშვიდობო მოლაპარაკებებს შეუდგნენ. „ახლახანს მოვიდა ინფორმაცია, რომ დღეს რამდენიმე საათის წინ მოხდა ის, რასაც არა მხოლოდ დიდხანს ველოდით, არამედ რის დადგომისთვისაც ბევრი ვიმუშავეთ. ხელი მოეწერა სამ დოკუმენტს. პირველი დოკუმენტი ეხება სირიის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც […]

News.ge 

საინჟინრო ბრიგადას გერმანიის თავდაცვის სამინისტროსგან სპეციალური სადეკონტემინაციო მანქანები გადაეცა

გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადას სპეციალური სადეკონტემინაციო სატვირთო მანქანები გადასცა.

News.ge 

"... რუსთავი 2“-ს ძალიან უყვარდა ხუმრობა, გუგული მაღრაძე არ იქნება პარლამენტშიო"

პარლამენტარი მიიჩნევს, რომ სწორედ მისი ნაყოფიერი მუშაობის გამო აღმოჩნდა ის მე-9 მოწვევის პარლამენტში.

News.ge 

ზურაბ აბაშიძე: გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და მათი მზარდი ინტეგრაცია რუსეთის ფედერაციაში

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე გაზეთ „ვერსიასთან" ინტერვიუში საუბრობს.

News.ge 

„პარლამენტის მეთვალყურეობის ქვეშაც იქნება ის პროცესი, რომელიც დაკავშირებულია მედიის ფუნქციონირებასთან“

პარლამენტი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში მედიაპლურალიზმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები პარლამენტის მეთვალყურეობის ქვეშაც იქნება.

News.ge 

„ყველაზე ძალიან რაც არ მესიამოვნა, ეს არის ჩემთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" ხსენება. არ ვყოფ სპორტსმენებს სხვადასხვა პოლიტიკური ნიშნით"

მისი თქმით, არჩევნები ჩატარდა გამჭვირვალედ, თუმცა, დეპუტატ შოთა ხაბარელის განცხადების შემდეგ, გაჩნდა კითხვები, რომლებსაც მეძმარიაშვილმა გამართულ ბრიფინგზე უპასუხა.

News.ge 

ლარი გაუფასურდა - 30 დეკემბრის გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 30 დეკემბრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0121 პუნქტით უფასურდება და შესაბამისად, დოლარი 2.6562 ლარი ეღირება.

News.ge 

ადა მარშანიამ და ემზარ კვიციანმა ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოსვლა მაგიდაზე ხელების ბრახუნით გააპროტესტეს (ვიდეო)

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა ადა მარშანიამ და ემზარ კვიციანმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ზურაბ ჭიაბერაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა გააპროტესტეს.

News.ge 

მოლდოვას პრეზიდენტმა იგორ დოდონმა ადმინისტრაციის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა

შეგახსენებთ, რომ სოციალისტური პარტიის წარმომადგენელი იგორ დოდონი მოლდოვას პრეზიდენტად 2016 წლის ნოემბერში აირჩიეს.

News.ge 

პუტინმა სირიაში სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ განაცხადა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სირიის მთავრობასა და ამბუხებულებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

News.ge 

ლეონიდ ჩერნოვეცკი ხელისუფლებისგან ადაპტირებული ტრანსპორტის პრობლემის მოგვარებას ითხოვს

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ყურადღება გაამახვილა საქართველოში შშმ პირებისთვის ადაპტირებული ტრანსპორტის არარსებობის პრობლემაზე.

News.ge 

რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეში რუსი ქალი ფიგურირებს

რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში რუსეთის მოქალაქე ქალი მოსკოვში დაკითხეს. ინფორმაციას თურქული გამოცემა Hürriyet ავრცელებს.