World News in Georgian
Декабрь
2016

Новости за 25.12.2016

Marshalpress.ge (მარშალ) 

“ურჯულოებო!!! თავი დაანებეთ პატრიარქს, მთელი ერი ქუჩაში არ გამოგვიყვანოთ!”

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე  ზაზა ხატიაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს: “საქართველოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 39 წელი გავიდა. საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საზოგადო მოღვაწეს, ჩვენი ერის მთავარ ღირსებას, საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს, ვულოცავ აღსაყდრების 39 წლისთავს. უფალო, დიდი მადლობა, რომ ქართველ ხალხს მოგვეცი ამხელა სიკეთე, გვყავდეს ილია მეორე. ერს, რომელსაც ჰყავს […]

Marshalpress.ge (მარშალ) 

”30-წლიანი პაუზის შემდეგ, კურორტი მიტარბი სრულიად ახალ სიცოცხლეს იძენს” (ვიდეო)

ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ფოტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი კურორტი – მიტარბი დღეს ოფიციალურად გახსნა. გახნის საზეიმო ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და მთავრობის სხვა წევრები დაესწრნენ. მიტარბის ახალ სათხილამურო ტრასაზე, ისევე, როგორც საქართველოს ყველა ზამთრის კურორტზე, დამსვენებელთა უსაფრთხოებას შსს-ს ახალი დანაყოფი – მოთხილამურე პატრული დაიცავს. სპეციალურად გადამზადებული, სამთო-სათხილამურო ფორმის ტანსაცმლითა და ეკიპირებით […]

News.ge 

სხვილისი-თურქეთის საზღვრის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

News.ge 

ხოშტარია: ბატონი მიხეილი პირდად ეძახის თანაპარტიელებს გარიგებულებს და ყოფილ თანაგუნდელებს

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელენე ხოშტარია ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.

News.ge 

"დღეს ბაკურიანში დღესასწაულია, ე.წ კუკუშკა სრულად რეაბილიტირებულია"

ბორჯომ-ბაკურიანის მცხოვრებლებს, სათხილამურო სპორტის მოყვარულებსა და ტურისტებს განახლებული და კაპიტალურად აღდგენილი ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ვაგონები მოემსახურება.

News.ge 

ექიმი: ილია მეორეს, სავარაუდოდ, აქვს ინფექცია გრიპის ვირუსით, რომელიც მაღალი ტემპერატურის ფონზე მიმდინარეობს

ექიმის განცხადებით, პატრიარქის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალო სიმძიმისაა.

News.ge 

გვარამია: დავით ბაქრაძის ინტერვიუს ცალმხრივობის შესახებ პრეტენზიებს ვერ გავიზიარებ

"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის "შაბათის კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუს ეხმაურება.

Marshalpress.ge (მარშალ) 

“დავით ბაქრაძემ ხმა მისცა მიშას პარტიიდან დისტანცირებას”

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური სოციალურ ქსელში წერს: “ბაქრაძის სატელევიზიო ,,გულწრფელობის” პასუხად 30 ნოემბრის პოლიტსაბჭოს სხდომამდე ერთი დღით ადრე დავით ბაქრაძეს შევთავაზეთ სხდომის ერთი კვირით გადადება, ახალი თავმჯდომარის საკითხის მოხსნა და კონსულტაციების გამართვა. მან მაინც დანიშნა სხდომა და აშკარა კონფრონტაციისკენ წაიყვანა პარტია. თვით პოლიტსაბჭოს სხდომაზე ასევე არ იქნა მხარდაჭერილიგიორგი ბარამიძის წინადადება ორდღიანი ტაიმ აუტის აღების […]

News.ge 

პრეზიდენტი პატრიარქს: ქვეყანას წილად ხვდა ბედნიერება, თავისუფლებისაკენ სვლის ურთულესი ისტორიული მონაკვეთი თქვენი სულიერი წინამძღოლობით გაევლო

​საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 39-ე წლისთავს ულოცავს.

News.ge 

სოფიო შამანიდი კათოლიკურ ეკლესიაში საზეიმო ლიტურგიას დაესწრო და მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ქრისტეშობის საზეიმო ლიტურგიას ღვთისმშობლის ამაღლების სახელობის თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში დაესწრო.

News.ge 

პრემიერი: ფასდაუდებელია ღვაწლი, რომელიც პატრიარქმა ქართველი ერის სულიერების ამაღლებისა და განმტკიცებისთვის გასწია

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კათალიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრების 39-ე წლისთავს ულოცავს.

News.ge 

"წყალმომარაგების აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის" - GWP სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ცნობით, ნაძალადევის რაიონში, თემქის მე-4 მ/რ-ს N154 სკოლასთან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" თუჯის 900მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის ქსელი დაზიანდა.

News.ge 

ბაქრაძე: სააკაშვილმა პარტიის ლიდერების ნაწილს უწოდა მოღალატეები, ეს უკვე მორალური ზღვარიც აღარ არის

მისი თქმით, როდესაც პარტიის ლიდერი თანამებრძოლებს უწოდებს მოღალატეებს, აქ ჩნდება უფსკრული და ამ უფსკრულის შევსება ძალიან რთულია.

News.ge 

შსს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისთვის თბილისში ერთი პირი დავაკავეთ

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დავაკავეთ