World News in Georgian
Январь
2017

Новости за 25.01.2017

Marshalpress.ge (მარშალ) 

“რუსთავი2″- უნიჭო სპექტაკლი ნაძირალა მსახიობების და ნარკომანი რეჟისორის მონაწილეობით”- ვალერი ხაბურძანია

უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერიან ხაბურძანია, უკრაინაში დაკავებული ვიცე-პოლკოვნიკის საქმეზე მოსაზრებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ ეს იყო  სპექტაკლი, თითქოს უკრაინული მხარე ცერცვაძის გადაცემას რუსეთისთვის აპირებდა. “რუსთავი2”- უნიჭო სპექტაკლი ნაძირალა მსახიობების და ნარკომანი რეჟისორის მონაწილეობით. ყველამ ვიცოდით რომ უკრაინა არავის არ გადასცემდა რუსეთს და ამ სპექტაკლში ისინიც მონაწილეობდნენ.”– წერს ხაბურძანია.

News.ge 

„ევროპული საქართველოს” წევრს დავით ბაქრაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

„ევროპული საქართველოს” წევრს დავით ბაქრაძე სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. როგორც ბაქრაძის თანაგუნდელები განმარტავენ, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების შემდეგ გარკვეული რისკები არსებობდა და სწორედ ეს გახდა მიზეზი ბაქრაძისთვის დაცვის დანიშვნის.

News.ge 

ლუცენკო: ... სამომავლოდაც უარი ეთქვას რუსეთის ფედერაციას იმ ადამიანის გადაცემაში, რომელიც უკრაინასა და საქართველოს ეხმარებოდა რუსული აგრესიისგან თავდაცვაში

ლუცენკო აღნიშნავს, რომ 24 იანვარს პირადად ესაუბრა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მყოფ ქართველ სამხედროებს, საქართველოს გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს და ქართული ოპოზიციის წარმომადგენელ გივი თარგამაძეს.

News.ge 

როგორ მოხვდა ქართველი სამხედროს პირადი მონაცემები რუსული სპეცსამსახურების ხელში - უცნობია

ინტერპოლმა გია ცერცვაძეზე წითელი ცირკულარით ძებნა 2016 წლის 23 დეკემბერს გამოაცხადა. ცერცვაძის მეუღლის თქმით, მათ კიევის მიმართულებით ბილეთი სწორედ ამ დროს დაჯავშნეს.

News.ge 

თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, სადაც ქალის მკვლელობაში რიტუალური ქმედება და სავარაუდო კანიბალიზმი ფიგურირებს, ახალი გარემოებები გამოიკვეთა

სამი თვის წინ თბილისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, სადაც ქალის მკვლელობაში რიტუალური ქმედება და სავარაუდო კანიბალიზმი ფიგურირებს, ახალი გარემოებები გამოიკვეთა.

News.ge 

"გახსოვთ მოდელირებული ქრონიკის წამყვანი? გახსოვთ"

ჟურნალისტი ეკა ხოფერია "ფეისბუქის" პირად გვერდზე კოლეგა ნათია კობერიძის პოსტს ეხმაურება, რომელიც ეკა ხოფერიას ქალიშვილს უკავშირდებოდა.

News.ge 

მარინ ლე პენი: საფრანგეთში ერთი ვალუტა იქნება - ეროვნული

„მხარს ვუჭერ ეკონომიკურ პატრიოტიზმს, თუმცა საამისოდ საჭიროა ევროკავშირის რიგი წესების ეჭვის ქვეშ დაყენება“, - განაცხადა მარინ ლე პენმა.

News.ge 

ზაზა ხატიაშვილი: პირდაპირ ვადანაშაულებ პრემიერმინისტრს და თეა წულუკიანს იმ სირცხვილში, რაც საქართველომ განიცადა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი მისალმება სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების სიის, „როგორც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიუღებელი კანდიდატების“ საქართველოსთვის დაბრუნებას.

News.ge 

„პრემიერს ჰყოფნის თავხედობა, თავს დაესხას საზოგადოების ნაწილს, რომელიც იბრძვის გია ცერცვაძის გასათავისუფლებლად“

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პრემიერის განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, მთავრობის მეთაური თავს ესხმის იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან გია ცერცვაძის გასათავისუფლებლად.

News.ge 

შსს სოსო რობაქიძისა და მისი ძმის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბუტა რობაქიძის მამისა და ბიძის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

News.ge 

ომბუდსმენი თეა წულუკიანის განცხადებას ცილისმწამებლურს უწოდებს და ბრალდების დაუსაბუთებლობის შემთხვევაში, ბოდიშის მოხდას მოითხოვს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მის შესახებ ცილისმწამებლური ბრალდება გააჟღერა.

Marshalpress.ge (მარშალ) 

”საშინელი ტრაგედია – მუტრუკობის, გაუნათლებლობის და ყალბი წარმოდგენების შედეგია!”

“თბილისის და საქართველოს ქუჩებში ავტომობილების აღვირახსნილი და უტიფარი ტარება მუტრუკობის, გაუნათლებლობის და ყალბი წარმოდგენების შედეგია…“, – ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე გუშინ, რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდა გოგონას დაღუპვის ფაქტს ეხმაურება:   ”აი, საშინელი ტრაგედია – შედეგი უპასუხისმგებლობისა! ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთაველზე და… ახალგაზრდა გოგონას სიკვდილი! თბილისის და საქართველოს ქუჩებში ავტომობილების აღვირახსნილი და უტიფარი ტარება მუტრუკობის, გაუნათლებლობის და ყალბი წარმოდგენების შედეგია… ასე... Читать дальше...

News.ge 

ლარი ევროსთან და დოლართან მიმართებით გაუფასურდა - 26 იანვრის ოფიციალური გაცვლითი კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 26 იანვრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0031 პუნქტით გაუფასურდა და შესაბამისად, დოლარი 2.6922 ლარი ეღირება.

News.ge 

წულუკიანი: ამ სიის საწინააღმდეგოდ იმუშავა ობუდსმენმა და ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა

მე ძალიან დიდი გულისტკივილით ვადევნებ თვალს იმას, რომ საქართველოსთვის ამ სიის დაბრუნებას სიხარულის ყიჟინით შეხვდა „ნაციონალური მოძრაობა“, მისი მარტივ მამარავლებად დაშლილი წევრები.

News.ge 

„ეს ხდება იმ პოლიტიკური ძალის მიერ, რომელმაც რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებს მწვანე შუქი აუნთო“

პრემიერმინისტრის თქმით, ოპონენტები, გია ცერცვაძის თემაზე სპეკულირებით, ცდილობენ, რომ ხელისუფლება მუდმივად თავის მართლების რეჟიმში ამყოფონ.

News.ge 

მღებრიშვილი: ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი, თუმცა თემის სენსიტიურობიდან და სირთულიდან გამომდინარე, ამაზე ვერ ვისაუბრებ

მინდა გითხრათ, რომ შსს და საქართველოს მთავარი პროკურატურა ყელაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ადამიანის უფლებები იყოს დაცული.

News.ge 

პრემიერმინისტრი: ბრალს გვდებენ სამხედროების უპატივცემულობაში მაშინ, როდესაც 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი, ციხეში ამოალპეს

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას სამხედროების უპატივცემულობაში ის პირები სდებენ ბრალს, ვინც „2008 წლის კონფლიქტის მონაწილე თითქმის ნახევარი ჯარი ციხეში ამოალპეს, ჩახოცეს ციხეში, გვამებიც კი არ გამოასვენეს კონფლიქტის ზონიდან“.

News.ge 

ტატიანა მესხი: დამირეკა ბატონმა ზაქარიამ და ბოდიში მომიხადა

გუშინ ჩვენ ისეთი მესიჯი მივიღეთ, რომ ჩემ მეუღლეს გაათავისუფლებენ, იმის გამო, რომ იგი იბრძოდა „ატოში“, ძალიან მიხარია, ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ სიმართლე დადგინდება და დამტკიცდება.

News.ge 

პრემიერმინისტრი გიორგი ცერცვაძის საქმეზე - გაკეთდა ძალიან ნათელი განცხადებები, რომ საქართველო საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას არ გადასცემს

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გიორგი ცერცვაძის საქმეზე გაკეთდა ძალიან ნათელი განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველო არ გადასცემს საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას.