„პრემიერს ჰყოფნის თავხედობა, თავს დაესხას საზოგადოების ნაწილს, რომელიც იბრძვის გია ცერცვაძის გასათავისუფლებლად“
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პრემიერის განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, მთავრობის მეთაური თავს ესხმის იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან გია ცერცვაძის გასათავისუფლებლად.