World News in Georgian
Январь
2017

Новости за 29.01.2017

Marshalpress.ge (მარშალ) 

უცნობი ვიდეო – როგორ აქებს მიხეილ სააკაშვილი რუსეთს ოკუპაციის ფონზე (ვიდეო)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს აქვეყნებს და შემდეგი სახის სტატუსს წერს:   „ეს მათთვის, ვისაც არ ახსოვს, მაშინაც ხომ ოკუპირებული იყო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი?!”, – წერს კობახიძე.

Marshalpress.ge (მარშალ) 

გზებზე არსებული მდგომარეობის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

ძლიერი თოვის, ლიპყინულის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, იყრება ქვიშა-მარილის ნარევი, მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და ტექნიკა. ამ დროისთის, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ193 (ჩუმათელეთი-ზესტაფონი) მონაკვეთზე... Читать дальше...

News.ge 

რა ვითარებაა გზებზე - საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცია

ძლიერი თოვის, ლიპყინულის, ქარბუქისა და ზვავსაშიშროების გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.

News.ge 

კილაძე: არ გვაპატიეს ცერცვაძის მიმართ სოლიდარობა და"იმედმა" რომა შამათავაზე ამაზრზენი სიუჟეტი შემოგვთავაზა

ჟურნალისტი ელისო კილაძე "იმედის" იმ სიუჟეტს ეხმაურება, რომელშიც საუბარი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანაზე, რომან შამათავაზე იყო.

News.ge 

ჯასტინ ტრუდო: კანადელები მიგიღებენ მათ, ვინც ტერორისა და ომის შედეგად იდევნებით

კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ თავისი მთავრობის გადაწყვეტილება გაახმოვანა, ქვეყანაში მიიღონ ის პირები რომლებიც ტერორისა და ომის შედეგად იდევნებიან.

News.ge 

"წყალმომარაგების აღდგენამდე GWP მოქალაქეებს წყალს ცისტერნით მიაწვდის"- კომპანია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ის I მიკრორაიონის N23ა კორპუსთან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყალსადენის 300 მმ-იან თუჯის მაგისტრალურ ქსელზე ტექნიკურ-აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს.

Marshalpress.ge (მარშალ) 

გურჯაანში სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს. სახლის, დღემდე შემორჩენილი, მცირე ფრაგმენტის აღდგენა შეუძლებელია, ამიტომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ნანგრევები დაკონსერვდება და, მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით, იქვე აშენდება მუზეუმი. მიმდინარე სამუშაოების დასათვალიერებლად, სოფელ ბაკურციხეში იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილი... Читать дальше...

News.ge 

ამერიკელმა მოსამართლემ ტრამპის განკარგულება დროებით დაბლოკა და ისლამური ქვეყნების მოქალაქეების დეპორტირება შეაჩერა

ამერიკელმა მოსამართლემ დროებით დაბლოკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულება, რომელიც აშშ-ის ტერიტორიაზე შვიდი ისლამური ქვეყნის მოქალაქეებს შესვლას უკრძალავს.

News.ge 

„თბილსერვისი“ მოსახლეობას მოუწოდებს, გადაადგილების შეფერხების შემთხვევაში, ცხელ ხაზს დაუკავშირდნენ

„მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, საფეხმავლო გზების გაწმენდა თბილისის სხვადასხვა უბანში დღეს დილიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.“

News.ge 

ჰოლ ჰოლი: „საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე ბევრი „ბინძური თეთრეული“ გამოფინა“

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩის ალექსანდრა ჰოლ ჰოლის განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ აშშ-ის რუსეთთან თანამშრომლობის გაუმჯობესებისას, ნაკლები ყურადღება დაეთმობა საქართველოს და უკრაინას.

News.ge 

ვიქტორ დოლიძე: გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის კონსოლიდაცია

სახელმწიფო მინისტრის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველო ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს, იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ქვეყნის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის კონსოლიდაცია მოხდეს.

News.ge 

რუსთავის აზოტის თანამშრომლები სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ

რუსთავის აზოტის თანამშრომლებმა „საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ ოფისთან 350 თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება გააპროტესტეს.

News.ge 

უჩა ნანუაშვილი: სხვისკენ თითის გაშვერას, სჯობს პროცედურებს და ხარვეზებს გადახედონ

ომბუდსმენის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატმა ევროსაბჭოს ყველა შეკითხვას საქართველოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესზე ობიექტურად უპასუხა.

News.ge 

კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ

პრეზიდენტის მიერ შეწყალებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში 26 თებერვლამდე გაასაჩივრებენ.

News.ge 

ევა გოცირიძე სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სიის ჩავარდნის მიზეზებს განმარტავს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სიის წინააღმდეგ გარკვეული პირების მუშაობა სტრასბურგის სასამართლოში მერაბიშვილის საქმის განხილვას უკავშირდებოდეს.

News.ge 

მიხეილ ჯანელიძე: ოპოზიციისა და არასამთავრობოების მხრიდან ატეხილი აჟიოტაჟი სრულიად უსაფუძვლოა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს საკითხი აქტიურად იდგეს NATO-ს დღის წესრიგში.

News.ge 

ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, პრეზიდენტები შეხვედრაზე შეთანხმდნენ

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, ლიდერები შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

News.ge 

ირანის საგარეო უწყება ტრამპის განკარგულებას შეურაცხმყოფელს უწოდებს და საპასუხო ზომების მიღებას აანონსებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განკარგულების გამო, რომელიც შვიდი ისლამური ქვეყნის მოქალაქეებს შტატების ტერიტოტიაზე შესვლას უზღუდავს, ირანი საპასუხო ზომებს მიიღებს.

News.ge 

შსს: სამართალდამცველებმა გამოძალვის, ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თურქეთის სამი მოქალაქე - 1993 წელს დაბადებული ე.ბ., 1988 წელს დაბადებული ს.ბ., 1977 წელს დაბადებული ფ.ე. და საქართველოს მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული მ.მ. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი გამოძალვის, ძარცვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.