გურჯაანში სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძის სახლ-მუზეუმის მშენებლობა მიმდინარეობს. სახლის, დღემდე შემორჩენილი, მცირე ფრაგმენტის აღდგენა შეუძლებელია, ამიტომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ნანგრევები დაკონსერვდება და, მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით, იქვე აშენდება მუზეუმი. მიმდინარე სამუშაოების დასათვალიერებლად, სოფელ ბაკურციხეში იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის […]