World News in Georgian
Апрель
2017

Новости за 13.04.2017

News.ge 

გივი თარგამაძემ სუს-ის უფროსის მოადგილეს მისი ავტომობილის აფეთქების საქმის შესახებ დაუსვა კითხვა

ალექსანდრე ტაბატაძის განცხადებით, ამ საქმეს არა სუს-ი, არამედ შსს იძიებს. ასევე, მისივე თქმით, საქმეზე კონკრეტული პირია მიცემული პასუხისგებაში.

News.ge 

ეკატერინე ქარდავა: „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებებია შესატანი

ასოციაციამ „ევროპის დროით“ მიმდინარე წლის 7 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალურად მიმართა საკანონმდებლო წინადადებებით „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე.

News.ge 

ბიძინა ივანიშვილი გივი ბერიკაშვილის პანაშვიდზე

საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მსახიობ გივი ბერიკაშვილის პანაშვიდზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. მან მედიასთან კომენტარისგან თავი შეიკავა.

News.ge 

"გივი ბერიკაშვილი ყოველთვის იდგა საზოგადოების გვერდით და ამას აკეთებდა უაღრესად მშვიდად თავისი ერის სიყვარულით"

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში განაცხადა, სადაც მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

News.ge 

სასწავლო ცენტრ „კრწანისის" ტერიტორიაზე გიგა შენგელიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე გამოძიება დასრულდა

საქართველოს პროკურატურამ 2016 წლის 23 ოქტომბერს, თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრ „კრწანისის" ტერიტორიაზე გიგა შენგელიას სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

News.ge 

გასულ წელს, საოკუპაციო ძალების მიერ მოქალაქეების უკანონოდ დააკავების 327 ფაქტია რეგისტრირებული

საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ეგრეთ წოდებული საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული 134 პირიდან ერთი კვლავ უკანონო პატიმრობაშია.

News.ge 

სინოპტიკოსების დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში წვიმას პროგნოზირებენ

სინოპტიკოსების პროგნოზით, 13 აპრილს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს ცალკეულ, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს.

News.ge 

იანვარ-მარტში ექსპორტი 30 პროცენტით გაიზარდა

2017 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2285 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 18 პროცენტით მეტია.

News.ge 

კვირიკაშვილი: „ინდოეთთან თანამშრომლობის გააქტიურება დამატებით დინამიკას მოუტანს საქართველოს ეკონომიკას“

ინდოეთში იმყოფებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც ინდოეთის კომერციის მინისტრთან ერთად, ხელი მოაწერა საერთო განცხადებას თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების შესახებ.

News.ge 

პროექტი #წერექართულად დედაენის დღეს საინტერესო ტექნოლოგიური სიახლეებით აღნიშნავს

თქვენ უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ 13 ახალი ქართული ფონტით, რომლებიც პროექტის #წერექართულად ფარგლებში გაციფრულდა.

News.ge 

პრემიერმინისტრი: ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაახლოებით, 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება.

News.ge 

სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის 285 მლნ დოლარის მოცულობის სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა

ახალი პროგრამის მნიშვნელობა საქართველოს პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე შეაფასა.

News.ge 

„ვიშეგრადის ოთხეული“ მხარს უჭერს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას

„ვიშეგრადის ოთხეულის“ მინისტრებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მტკიცე მხარდაჭერა „აღმოსავლეთ პარტნიორობისადმი“.

News.ge 

მუნიციპალური ავტობუსები 16 და 17 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ

დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 16 და 17 აპრილს, 08:00 საათიდან 20:00 საათამდე, მუნიციპალური ავტობუსები თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.

News.ge 

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და თაღლითობის ბრალდებით, ორი ინდმეწარმე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და თაღლითობის ბრალდებით, ორი ინდივიდუალური მეწარმე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

News.ge 

შსს-მ ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

შსს-ს განცხადებით, მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა.

Marshalpress.ge (მარშალ) 

დიდი ხუთშაბათი – დღე, რომელიც უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა

დღეს ‘დიდი ხუთშაბათი”-ა ანუ ის დღე, როდესაც იესო ქრისტემ ზიარების საიდუმლო დააწესა. დღეს დაასრულა მაცხოვარმა საფუძველი ახლისა აღთქმისა, დღეს მან მოწაფეთა თვისთა უკანასკნელნი თვისნი დიდნი მცნებანი და სწავლანი, ოდეს დააწესა მან უმთავრესი ქრისტიანული საიდუმლო ზიარებისა, დღეს მისცა მათ უმაღლესი სახე და მაგალითი ქრისტიანული სიმდაბლისა და სიყვარულისა, დაბანა რა ფერხნი მათნი. ერთი სიტყვით, როგორადაც აღდგომა ქრისტესი […]

Radiotavisupleba.ge 

სალომე ასათიანის ინტერVIEW ჰანს-ულრიხ გუმბრეხტთან

რამდენად ეკისრებათ პასუხისმგებლობა კარლ მარქსსა და ფრიდრიხ ენგელსს იოსებ სტალინის ძალადობრივი პოლიტიკისა თუ საბჭოთა იმპერიაში ჩადენილი არაერთი სისასტიკისთვის? და რამდენად განაპირობებს ამ მოაზროვნეთა მიმართ დღევანდელ დამოკიდებულებას საბჭოთა ექსპერიმენტის გამოცდილება? როგორი იყო მარქსისა და მარქსიზმის კავშირი განმანათლებლობასთან, ლიბერალიზმის კლასიკურ კონცეფციებთან? რატომ არის, რომ წინა საუკუნეების რევოლუციებისგან განსხვავებით, აღმოსავლეთ ევროპაში 1989 წლის ცვლილებები მომავლის ახლებური ხედვის, საზოგადოების ახლებური კონცეფციების... Читать дальше...