World News in Georgian
Ноябрь
2017
17

Новости за 22.11.2017

Marshalpress.ge (მარშალ) 

შმაგი ბოლქვაძემ ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სახეობაში ოქროს მედალი აიღო

პოლონეთში მიმდინარე მსოფლიოს 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სახეობაში ქართველმა მოასპარეზე, შმაგი ბოლქვაძემ ოქროს მედალი აიღო.

Marshalpress.ge (მარშალ) 

“ეს ამერიკული ბოევიკი არ არის, სადაც შვარცნეგერს შეუძლია ხუთ წუთში მთელი ჯარი გაანადგუროს”…

“ის რომ დიდი ხანი გაიწელა ეს ოპერაცია, ეს ამერიკული ბოევიკი არ არის, სადაც შვარცნეგერს შეუძლია ხუთ წუთში მთელი ჯარი გაანადგუროს. ჩვენებმა ძალიან კარგად იციან, თუ როგორ უნდა ჩაატარონ ეს ოპერაცია. იციან როგორც საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, ასევე თავად შიდა მომზადების მხრივ”, – ამ განცხადებით, ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციას სოციალური ქსელის პირად გვერდზე ეხმაურება.  “ნამდვილად არ ვიცი რა […]

Marshalpress.ge (მარშალ) 

სროლის და აფეთქებების ხმა გაბრიელ სალოსის გამზირზე – სპეცრაზმი ტერორისტებს ებრძვის

გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეცოპერაციას ატარებს, აფეთქებების  და სროლის ხმა ისმის. სავარაუდოდ კონტრტერორისტული სპეცრაზმი შტურმს აწყობს ტერორისტების წინააღმდეგ.  ძლიერი აფეთქების ხმა რამდენჯერმე გაისმა, იყო სროლებიც. ამას კი წინ უძღოდა შუშების მსხვრევის ხმა. რამდენიმე საათით ადრე კი კორპუსიდან, სადაც  სპეცოპერაციას ტარდება, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

Marshalpress.ge (მარშალ) 

სპეცოპერაცია თბილისში – სუსი განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ განცხადება გაავრცელა. “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ატარებს სპეცოპერაციას, პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია” – ნათქვამია განცხადებაში.