World News in Georgian
Ноябрь
2017
17

Новости за 28.11.2017

Marshalpress.ge (მარშალ) 

პატრიოტთა ალიანსმა სახალხო დამცველის კანდიდატურაზე გიორგი ფოფხაძე წარადგინა

“პატრიოტთა ალიანსმა” სახალხო დამცველის კანდიდატურაზე საფნაგეთში მომუშავე ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე წარადგინა. “მადლობა პატრიოტთა ალიანსს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წამოყენებისთვის… მე არ ვიქნები ერთი პარტიის კანდიდატი, მე ვიქნები საქართველოს მოქალაქეების კანდიდატი ყველასი ერთად, დავიცავ მათ უფლებებს ბოლომდე და საჯაროდ. ყველა მაღალ ინსტანციაში და ყველა დონეზე… მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის”– აცხადებს ფოფხაძე.

Marshalpress.ge (მარშალ) 

სტრასბურგის გადაწყვეტილება მერაბიშვილის საქმეზე ცნობილია

ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა. გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. „სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ ჰქონია ადგილი 51 მუხლის დარღვევას (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით), ასევე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შენობაში მოთავსებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონდა 53 მუხლის დარღვევას. ადგილი ჰქონდა 53 მუხლის […]

Marshalpress.ge (მარშალ) 

გავრცელებული ინფორმაციით სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ერთ-ერთი პირი ადამ გუმაშვილია

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაცის დროს ლიკვიდირებული ერთ-ერთი პირი ადამ (გურამ) გუმაშვილია, იგივე ფაიზულა ალ შიშანი, რომელსაც ISIS -ის ”იუსტიციის მინისტრს” უწოდებდნენ. გუმაშვილი ISIS-ის რიგებში შვილთან ერთად 2013 წლიდან ირიცხებოდა, მისი შვილი 21 წლის სულთან გუმაშვილი შარშან სირიაში გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, ადამ გუმაშვილის მამა, სულეიმან გუმაშვილი, ქისტი პოეტი და მწერალია.