World News in Georgian
Декабрь
2017

Новости за 21.12.2017

Radiotavisupleba.ge 

რას ფიქრობს ხალხი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების თაობაზე

საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შემოყვანისას საბაჟო მოსაკრებელი გაიზარდა. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, რას ფიქრობს ხალხი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტსა და ასევე მათ საავტომობილო გზებზე გადაადგილების თაობაზე.

Radiotavisupleba.ge 

სტუმრად ჩვენს ეთერში: კოტე რუხაძე და კოკა ლაბარტყავა

21 დეკემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: კოკა ლაბარტყავა, სათემო ორგანიზაცია "ახალი ვექტორის" ხელმძღვანელი და კოტე რუხაძე, ორგანიზაციის სამოქალაქო აქტივისტი.

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ ჯანელიძე: იერუსალიმის საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ პარტნიორებთან კონსულტაციების შესაბამისად

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იერუსალიმის საკითხი არის სენსიტიური თემა და გადაწყვეტილებას პარტნიორებთან კონსულტაციების შესაბამისად მიიღებენ. 20 დეკემბერს, დონალდ ტრამპმა სხვა ქვეყნების მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების საკითხზე განცხადება გააკეთა. „ისინი ასობით მილიონ დოლარს იღებენ ჩვენგან და მილიარდებსაც. შემდეგ კი ჩვენს წინააღმდეგ აძლევენ ხმას. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ანსამბლმა „შვიდკაცამ“ შეასრულა საქართველოს ჰიმნი NBA-ს მატჩზე

20 დეკემბერს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მატჩზე. საკალათბურთო ასოციაციის მორიგი ტურის მატჩის მსვლელობის დროს, რომელიც „გოლდენ სტეიტ უორიორზისა“ და „მემფის გრიზლის“ შორის გაიმართა, ანსამბლმა „შვიდკაცამ“ საქართველოსა და ამერიკის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა. ანსამბლ „შვიდკაცას“ წვერები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში, ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე ზაზა ფაჩულიას და მისი კლუბის, NBA-ს მოქმედი ჩემპიონის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ერთი ადამიანი გარდაიცვალა მთაწმინდის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად

მთაწმინდის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა 20 დეკემბერს, „ეშმაკის ბორბლის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას მოხდა. გიგანტური ბორბლის სარეკონსტრუქციო სამუშაობს კერძო კომპანია „კანო“ ასრულებს. როგორც „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისია საქართველოს ექვსი ძირითადი რეკომენდაციით მიმართავს

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ანგარიშის ფარგლებში, ევროკომისია საქართველოს ექვსი ძირითადი რეკომენდაციით მიმართავს. ევროკომისიის შეფასებით, საერთო ჯამში, საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულთა შესრულება გრძელდება და მოსალოდნელია განხორციელების შემდგომი გაუმჯობესება, თუმცა ყურადღებას საჭიროებს შემდეგი სფეროები: კამპანიების გაგრძელება უვიზოდ მგზავრობის წესების შესახებ; ევროპოლთან გაფორმებული თანამშრომლობის შეთანხმების ამოქმედების პრიორიტეტად ქცევა; ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის რეფორმის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებლები სტაბილურად შენარჩუნებულია

2016 წლის მეორე ნახევრიდან 2017 წლის შუა პერიოდამდე, საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უკანონოდ დარჩენისა და შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებლები სტაბილურად შენარჩუნებულია, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში უვიზო მიმოსვლის ფუნქციონირების შესახებ. ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განაცხადთა რაოდენობა 2016 წლის მეორე ნახევრიდან 2017 წლის შუა პერიოდამდე არ მიუთითებს დამატებით ზრდაზე. შესვლაზე უარის თქმის მაჩვენებელმა დაიკლო 39%-ით.

Radiotavisupleba.ge 

ტრამპი: აშშ დაფინანსებას შეუწყვეტს ქვეყნებს, რომლებიც იერუსალიმთან დაკავშირებით ამერიკას შეეწინააღმდეგებიან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციაზე ამერიკის წინააღმდეგ მისცემენ ხმას, დაფინანსებას შეუწყვეტს. „ისინი ასობით მილიონ დოლარს იღებენ ჩვენგან და მილიარდებსაც. შემდეგ კი ჩვენს წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ჩვენ დავაკვირდებით იმ ხმებს. დაე, მისცენ ჩვენს წინააღმდეგ ხმა. ბევრ თანხას დავზოგავთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. გუშინ, გაეროში აშშ-ის ელჩმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

თურქეთი ამერიკას ადანაშაულებს გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე კენჭისყრის წინ

თურქეთი ამერიკას ადანაშაულებს გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე კენჭისყრის წინ, სხვა ქვეყნების დაშინებასა და მუქარაში. ამის შესახებ განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. „ჩვენ ვიცით, რომ აშშ, რომელიც მარტო დარჩა, მუქარის მეთოდს მიმართავს. ეპოქა შეიცვალა. არც ერთი ქვეყანა, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, არ დანებდება ასეთ ზეწოლას. ყველა მიიღებს თავის სინდისთან შესაბამის გადაწყვეტილებას. ამერიკამ უარი უნდა თქვას ასეთ მეთოდებზე“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებთან საუბრისას ნიუ-იორკში გამგზავრების წინ.

Radiotavisupleba.ge 

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესია მთავრობის ნდობის საკითხს განიხილავს

დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიხსნება მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვით. პრეზიდენტის განკარგულებით, რიგგარეშე სესია 12:00 საათზეა მოწვეული. სესიის დღის წესრიგით განსახილველად წარდგენილია 75 საკითხი, თუმცა, მთავარი საკითხი, რომლითაც დღევანდელი სხდომა გაიხსნება, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაა. გუშინ გიორგი კვირიკაშვილსა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, უმცირესობისა და უმრავლესობის, ასევე ფრაქციების ფორმატში მოუსმინეს. Читать дальше...

Marshalpress.ge (მარშალ) 

ჩვენ არ ვიყიდებით! – ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის განცხადებაზე

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვით, ტრამპი იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით რეზოლუციაზე ამერიკის წინააღმდეგ მისცემენ ხმას, დაფინანსებას შეუწყვეტს. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საკითხის მსგავსი ფორმით დაყენება, მართებული არ არის. ”ჩვენ არ ვიყიდებით. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ერთი ქვეყნის […]

Marshalpress.ge (მარშალ) 

ლამის მეც … ამათ წკვიტინს, კივილს, ბღავილს ვისმენ და ვითმენ ერთი წელია – ზურაბიშვილი

პარლამენტარი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. “უფფფფ პოლიტიკკორეკტულობა არ ვიცი, მაგრამ რომ ყველასი პასუხი გასცა ყველაზე დინჯმა კაცმა ეს ფაქტია! ამათ წკვიტინს, კივილს, ბღავილს ვისმენ და ვითმენ ერთი წელია და ლამის მეც …. ყველაფერი არ უნდა გააბედინო უტიფრებს !” -წერს ზურაბიშვილი