World News in Georgian
Июнь
2019

Новости за 21.06.2019

Radiotavisupleba.ge 

"ოკუპაცია ცალი თვალითაც ჩანს" - სტუდენტები ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებენ

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს: „მოვითხოვთ სამოქალაქო სიმშვიდისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას! მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციის დაშლისას დაკავებული ახალგაზრდები! პასუხი აგოს ყველა პოლიციელმა და პოლიტიკოსმა, ვინც გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას და მონაწილეობა მიიღო პროვოკაციების მოწყობაში!“ აქციის მონაწილეები, რომლებიც უნივერსიტეტის ეზოში 21 ივნსს, 18.00 საათზე შეიკრიბნენ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ღირსების მარში გადაიდო

რუსთაველის გამზირზე განვითარებული პროცესებისა და არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, თბილისი პრაიდის გუნდმა გადავწყვიტა, რამდენიმე დღით გადადოს თბილისი პრაიდის(18-23 ივნისი) კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარში. განცხადებას თბილისი პრაიდის ორგანიზატორები ავრცელებენ. განცხადების თანახმად მსვლელობაში მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება და ღონისძიების ახალ თარიღს რეგისტრირებულ ადამიანებს ვითარების განმუხტვის შემდეგ გააცნობენ.

Radiotavisupleba.ge 

სააკაშვილს სასამართლომ უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა

კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიეცა უფლება მონაწილეობა მიიღოს უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს, „ვერხოვნა რადის“ არჩევნებში.   სასამართლოს სხდომის ვიდეო სააკაშვილმა ფეისბუკში გამოაქვეყნა.   მიხეილ სააკაშვილი სათავეში უდგას პარტია „ახალი ძალების მოძრაობას“, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში ცალკე სიით მონაწილეობს.   „ვერხოვნა რადის“ ვადამდელი არჩევნები 21 ივლისს გაიმართება. კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 25 ივნისს იწურება. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძის თსუ-დან გაშვებას მოითხოვს

„ჩვენ, თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მიგვაჩნია, რომ 20-21 ივნისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ეკისრება პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თავისი უმოქმედობით ხელი შეუწყო ვითარების ესკალაციას, რასაც შედეგად მოჰყვა მშვიდობიანი მოქალაქეების ძალისმიერი დარბევა”, - ნათქვამი თსუს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების მიერ გავრცელებულ პეტიციაში, რომელსაც 1 საათში 300-ზე მეტმა სტუდენტმა მოაწერა ხელი. პეტიციის მიხედვით, მედიასაშუალებებით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სალომე ზურაბიშვილი: სიტუაციის უმართაობამ სამართალდამცველები აიძულა, მიემართათ მკაცრი ზომებისთვის

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებსა და სამართალდამცავებს რუსთაველის გამზირზე 20-21 ივნისს მიმდინარე აქციაზე გაწეული სამუშაოსთვის. პრეზიდენტის თქმით, ვითარება გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს და სიტუაციის უმართაობამ სამართალდამაცავები აიძულა მიემართათ მკაცრი ზომებისთვის.  „მათ ევალებათ სახელმწიფოს დაცვა საფრთხისგან, თუმცა ეს ვერანაირად ვერ ამსუბუქებს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც რამდენიმე წუთში ვინახულებ საავადმყოფოებში. საჭიროა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გორში პოლიციელებმა აქციის მონაწილე ჟურნალისტების მოწოდებები ნაგვის ყუთში ჩაყარეს

ჟურნალისტები დღეს გორშიც შეიკრიბნენ. “ნუ გვესვრით!” - ამ მოწოდებით მედიის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტთან მივიდნენ და 20 ივნისის ღამეს ჟურნალისტების უფლებების შელახვა გააპროტესტეს.

Radiotavisupleba.ge 

ვახტანგ ძაბირაძე: აქციის მონაწილეები თავს გამარჯვებულად თვლიან და მეტს მოითხოვენ

ხალხი არ დასჯერდება პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომას და ახლა, როგორც გამარჯვებული, მეტსაც მოითხოვს, - უთხრა რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ძაბირაძემ. ის მოელის, რომ 21 ივნისს დაგეგმილ აქციაზე უფრო მეტი ადამიანი შეგროვდება. „ახლა 20 ივნისის აქციაში მონაწილეთა უმრავლესობა თვლის, რომ გაიმარჯვა. გამარჯვების შეგრძნება კი იმის საფუძველს ქმნის, რომ - მეტი მოითხოვოს. თანაც ისინი ფიქრობენ და მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება კიდევ მეორე სისულელეს არ გააკეთებს და ისევ არ დაარბევს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის თანამშრომლებს შენობის დატოვება სთხოვეს

პარლამენტის შენობიდან პარლამენტის აპარატის თანამშრომლები გავიდნენ. შენობიდან გასვლა სთხოვეს იქ მყოფ ჟურნალისტებსაც. პარლამენტის შენობის დაცლაზე მითითება მათ შს სამინისტროს თანამშრომლებისგან მიიღეს. პარლამენტის შიდა ეზოში პოლიციის ტექნიკაა მობილიზებული. 19.00 საათზე, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციის ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია უნდა გაიმართოს.

Radiotavisupleba.ge 

„ემნესტი ინტერნეიშენალი“: ქართული პოლიციის ძალისმიერი ქმედება სასწრაფოდ გამოსაძიებელია

მოვითხოვთ ქართული პოლიციის მიერ ძალისმიერი ქმედებების დაუყოვნებლივ და დამოუკიდებელ გამოძიებას - ნათქვამია„ემნესტი ინტერნეიშენალის“ მიერ 21 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ თბილისში რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. „ემნესტი ინტერნეიშენალს“ მოჰყავს სამხრეთ კავკასიაში ორგანიზაციის წარმომადგენლის, ლევან ასათიანის ცნობა, რომ პოლიციის ქმედებების შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სულ მცირე, 31 ჟურნალისტი.

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვი გამოძიებაში რუსეთის ჩართვას მოითხოვს

„რუსეთის მხარემ მონაწილეობა უნდა მიიღოს თბილისში მოწყობილი არეულობის ორგანიზატორთა გამოსავლენად, თუმცა შექმნილი ვითარება არ უნდა აისახოს ორი ქვეყნის მოქალაქეთა ურთიერთობაზე“, -  საინფორმაციო სააგენტო რეგნუმის ინფორმაციით, ამის შესახებ 21 ივნისს განაცხადა სერგეი გავრილოვმა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრმა და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ხელმძღვანელმა, რომელმაც ბრიფინგი რუსეთის ფედერაციის ქვედა პალატაში გამართა. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ასევე უნდა მივიღოთ მონაწილეობა ამ ინციდენტების გამოძიებაში. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ტრამპი ადასტურებს, რომ გასცა და გააუქმა განკარგულება ირანზე სამხედრო იერიშის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ გასცა განკარგულება ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების შესახებ, რაც იყო რეაქცია 20 ივნისს ამერიკული სამხედრო დრონის ჩამოგდებაზე. 21 ივნისს ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ ირანის სამ ობიექტზე იერიშის დაწყებამდე სულ 10 წუთი იყო დარჩენილი, როცა განკარგულება გააუქმა, რადგან უთხრეს, რომ სავარაუდოდ, დაიღუპებოდა 150-მდე ადამიანი და პრეზიდენტმა ეს „არაპროპორციულ“ მსხვერპლად მიიჩნია. ირანის მტკიცებით, მას აქვს „უტყუარი“ მტკიცებულებები, რომ აშშ-ის სადაზვერვო დრონი ირანის საჰაერო სივრცეში იყო შეჭრილი... Читать дальше...

News.ge 

გახარია უნდა გადადგეს, დღეიდან იწყება ნერვების ომი, რომელიც არც ერთ ხელისუფლებას არ მოუგია

საქართველო ისტორიაში გუშინდელი ღამე შევა როგორც გავრილოვის ღამე – ამის შესახებ განცხადება, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა. მისი შეფასებით, 20 ივნისს, პარლამენტთან განვითარებული მოვლენები იყო სამარცხვინო ქვეყნის ისტორიისთვის, რადგან კომუნისტი გავრილოვს გამო ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი მოსახლეობა დაჩეხა. გიგი უგულავა 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების შემდეგ პრემიერის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ რეზინის ტყვიები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გიორგი გახარია: პასუხისმგებლობა პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მოქალაქეების გულწრფელი პროტესტი გადაზარდეს ძალადობაში, რომელმაც მიიღო პარლამენტის შტურმის სახე, - განაცხადა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ. „პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელიც მიმართული იყო პოლიციის წინააღმდეგ და ინსტიტუტების წინააღმდეგ, ძალადობაში, რომელმაც საბოლოოდ მიიღო პარლამენტის შტურმის სახე... მოხდა ჯგუფური თავდასხმები პოლიციაზე, მოხდა ჯგუფური თავდასხმები პარლამენტის შენობაში შეღწევის მიზნით. Читать дальше...

News.ge 

ყველა, ვინც პარლამენტში შტურმს ორგანიზება გაუწია უმკაცრესად დაისჯება – გახარია დაკავებებით იმუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ განცხადება გიორგი გახარიამ გააკეთა. მისი თქმით, დაისჯება ყველა ვინც მონაწილეობდა 20 ივნისის ღამეს ძალადობის ორგანიზებაში. „რაც მთავარია პოლიციამ 225-ე მუხლით უკვე აღძრა ძიება, რომელიც ნიშნავს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. ჩვენ დეტალურად შევისწავლით ყველაფერს. ყველა ის ადამიანი, რომელიც მოუწოდებდა და მოახერხა, ორგანიზება გაუწია მშვიდობიან აქციის ძალადობრივ აქციაში ...

Radiotavisupleba.ge 

საპატრიარქო: არამართებული მოწოდებებით მიტინგს სახიფათო სახე მიეცა

საქართველოს საპატრიარქო 20-21 ივნისს თბილისში რუსთაველის გამზირზე განვითარებულ პოცესებს განცხადებით ეხმაურება. საპატრიარქოში მიაჩნით, რომ არამართებული მოწოდებებით მიტინგს სახიფათო სახე მიეცა. „დიდია ჩვენი გულისტკივილი პარლამენტთან შუაღამისას განვითარებული მოვლენების გამო, რის შედეგადაც დაშავდა მრავალი ადამიანი, მეტწილად ახალგაზრდები. ქვეყნის სიყვარულით გულანთებული ათასობით ახალგაზრდა სამშობლოს ღირსების დასაცავად გამოვიდა რუსთაველზე და თავისი სამართლიანი გულისწყრომა გამოხატა პარლამენტის სხდომათა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს: სამართლებრივი შეფასება მიეცემა იმ პირთა ქმედებას, რომელთა ორგანიზებით  მშვიდობიანი აქცია ძალადობრივად გარდაიქმნა

სამართლებრივი შეფასება მიეცემა იმ პირთა ქმედებას, რომელთა ორგანიზებით და აქტიური მონაწილეობით მშვიდობიანი აქცია ძალადობრივად გარდაიქმნა, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა. როგორც ბორცვაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცავთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ცალკეულ კონკრეტულ გადაცდომებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულს შეისწავლის „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ პარლამენტის წინ გაიმართა აქცია. თავდაპირველად აღნიშნული აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. Читать дальше...

News.ge 

ვითხოვთ ე.წ. გავრილოვის ღამის მომწყობის გახარიას გადადგომას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას”

ნიკა გვარამია შს მინისტრი გადადგომას და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს. მან განცხადება “რუსთავი 2”-ის სახელით გააკეთა. არხის გენერალური დირექტორის თქმით, კობახიძის გადადგომა და მით უმეტეს მისი თალაკვაძით ჩანაცვლება არის დაცინვა და უნდა დაისაჯოს მთავარი ჟანდარმი გიორგი გახარია. „დაცინვად მივიჩნევთ კობახიძის თალაკვაძით შეცვლას. და საერთოდაც ეს მიგვაჩნია უკვე აბსოლუტურად მოძველებული მოთხოვნად და რეზულტატად მიუხედავად იმი8სა, რომ შედეგი ცხადყოფს რომ ივანიშვილის შეშინებულია. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ქართული ოცნება" - პოლიციამ ლეგიტიმური ძალა გამოიყენა მხოლოდ უკიდურესად მძიმე ვითარებაში

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ 20-21 ივნისს, თბილისში განვითარებული მოვლენებისას პოლიციამ გამოავლინა მაღალი თმენის ვალდებულება. მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გავრცელებული განცხადების თანახმად, პოლიციამ ლეგიტიმური ძალა გამოიყენა მხოლოდ უკიდურესად მძიმე ვითარებაში, როდესაც მიდიოდა მასობრივი ძალადობის ორგანიზება და ემუქრებოდა სამოქალაქო მშვიდობასა და კონსტიტუციურ წესრიგს. „პოლიციამ აჩვენა მაღალი თმენის ვალდებულება და უმაღლესი სტანდარტი. Читать дальше...

News.ge 

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

ეს იყო ხელისუფლების შეცდომა, რომელსაც მოჰყვა ხალხის სამართლიანი მშვიდობიანი პროტესტი – ამის შესახებ განცხადება საპატრიარქომ გააკეთა. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ  ათასობით ახალგაზრდამ რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავების გამო სამართლიანი გულისწყრომა გამოხატა, მაგრამ საბოლოოდ მიტინგს სახიფათო სახე მიეცა. „ქვეყნის სიყვარულით გულანთებული ათასობით ახალგაზრდა სამშობლოს ღირსების დასაცავად გამოვიდა რუსთაველზე და თავისი ...

Radiotavisupleba.ge 

„ნუ მესვრი“ - სოლიდარობის აქცია ქუთაისში

ქუთაისში მოქმედ მედიასაშუალებათა წარმომადგენლებმა თბილისში დაშავებული ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია გამართეს და უფლებების შელახვა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, დაუშვებელია ხელისუფლება მედიის თავისუფლებაზე საუბრობდეს და ამავდროულად, ჟურნალისტებს რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდეს. "ამ დროის მონაცემებით, მედიის 31 წარმომადგენელია დაშავებული. გუშინ მიზანმიმართული ნადირობა ხდებოდა მედიის წარმომადგენლებზე. ვგრძნობდით, რომ დამიზნებით ესროდნენ ტყვიებს", - განაცხადა ეკა ფხაკაძემ. ჟურნალისტ ხვიჩა ვაშაყმაძის თქმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

30-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა

30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია უკიდურეს აღშფოთებას გამოთქვამს 20 ივნისის საღამოდან 21 ივნისის დილის ჩათვლით თბილისის ცენტრში განვითარებული მოვლენების გამო და ერთობლივ განცხადებას ავრცელებს:  "სამწუხაროდ, საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ საპოლიციო ძალის არაპროპორციული გამოყენების მოწმე, რასაც შედეგად მოჰყვა ათობით ადამიანის დაკავება და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. სამწუხაროდ, არცერთ ეტაპზე ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა კეთილგონიერება და ვერ შეძლო... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

შსს-მ 305 დემონსტრანტი დააკავა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე

შს მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, შსს-მ 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციისას 305 დემონსტრანტი დააკავა. გთავაზობთ განცხადებას სრულად: „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუშინ პარლამენტის წინ გაიმართა აქცია.  თავდაპირველად აღნიშნული აქცია ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. მოგვიანებით აქციის მონაწილეთა ნაწილი ძალადობის გამოყენებით და პოლიციელებზე ჯგუფური  თავდასხმით შეეცადა პარლამენტის შენობის შტურმით აღებას. შესაბამისად,  აქცია გასცდა გამოხატვის თავისუფლების და... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გორელი ჟურნალისტებისგან დატოვებული პლაკატები პოლიციის ნაგავსაყრელში აღმოჩნდა

გორში, სამხარეო პოლიციის შენობასთან მედიის წარმომადგენლებმა გამართეს აქცია "ნუ გვესვრი!" ისინი შეუერთდნენ "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" მოთხოვნას, რომ საგამოძიებო ორგანოებმა დროულად და ობიექტურად გამოიკვლიონ 20-21 ივნისს, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლის დროს მედიის წარმომადგენელთა მიმართ ძალის გამოყენების ფაქტები. ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მედიის 31 დაშავებული წარმომადგენელი.  რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, გორში აქციის მონაწილეებმა პლაკატები პოლიციის შენობაში შეიტანეს. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

“ნუ გვესვრი!“ - ჟურნალისტები საპროტესტო აქციაზე

„რადიო თავისუფლების“ სტუმარია ჟურნალისტი გიორგი გოგუა, რომელიც გვიამბობს კოლეგების საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტების შესახებ  20-21 ივნისის ღამეს, პარლამენტის შენობის წინ, თბილისში. დღეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გამართა საპროტესტო აქცია „ნუ გვესვრი!“.

News.ge 

ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს

ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. “მე ვაცნობიერებ ქართული საზოგადოების გაღიზიანებას… ამავდროულად, ვფიქრობ, რომ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგეს და ამ პროცესში ჩართული მასპინძელი პირი, დარჩეს თანამდებობაზე… მზად ვარ, დავტოვო ჩემი დეპუტატის თავისუფალი მანდატი,” – განაცხადა ქუცნაშვილმა. ქუცნაშვილმა თბილისში რუსი დეპუტატების ვიზიტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ისაუბრა და ...